ბოლოსადგისა იხვი (კუდსადგისა იხვი)(განიერ კუდა იხვი) საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია, წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გრ. მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა, კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით. თავის გვერდები, ნიკაპი, ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია, კისერი უკნიდან მოშავოა, სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია, მუქი განივი ხაზებით, მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს. ზურგის უკანა ნაწილი რუხია, წელს გვერდები ჩალისფერი კისერი წინიდან და გვერდებიდან. ჩიჩახვი, მკერდი მუცელი თეთრია, მუცელზე რუხი წინწკლებით, კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს, საჭის ბუმბულები წამახვილებულია, მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები, რომელიც შავი ფერისაა. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა, კამჩატკა, კურილიის კუნძულები) გვხდება უფრო სამხრეთითაც, მათ შორის საქართველოშიც (ჯავახეთის ტბები) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა, ერთ-ერთი უმთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია. მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც, ბუდობისათვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას, წყალსატევებთან. სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე, ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს, თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებითა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხმრავალი სახეობაა, ამიტომ ზოგან საწერაო მნიშვნელობა აქვს, საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება. ბოლოსადგისას მოსაპოვებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!