დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა.
ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.
ეს უცნაური ქალაქი სეტენილ დე ლა ბოდეგასი მდებარეობს ესპანეთში. სეტენილი განლაგებულია უზარმაზარი კლდის უფსკრულზე. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუკი ქალაქის ახლოს მოხდება მიწისძვრა, ქალაქს წამებში გადაფარავს მის თავზე მდებარე კლდის ათობით ტონა ქვები.
ქარელის რაიონის სოფელ ბრეძაში მოსახლეობა მიწის ნაკვეთებს ხარებით ხნავს. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას. ამ პროგრამის ფარგლებში გაკეთებული სტადიონი საძოვრადაა ქცეული, ხოლო ამბულატორია - საქონლის სადგომად.
დედოფლისწყაროს რაიონში მოსავლიანობის გაზრდისა და გაუდაბნოების პროცესის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები მიმდინარეობს. შირაქის ველზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის დახმარებით, 100 ჰექტარ ფართობზე უკვე გაშენდა ქარსაფარი ზოლი და საპილოტე ტყის კორომი.
ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში სამფეხა ხბო დაიბადა. პირუტყვის პატრონის, რეზო ღლონტის განცხადებით, ხბო მალევე მოკვდა. ნაყოფი ცხრათვიანი იყო, თუმცა, ანომალიური - უკანა ორი ფეხი ზურგზე ჰქონდა ამოზრდილი, მხოლოდ ერთი - წინა ფეხი ჰქონდა, მეოთხის ადგილზე კი მხოლოდ ღრუ შეიმჩნეოდა.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძრის 68 შემთხვევა დაფიქსირდა.რადიო "ჰერეთთან" სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის, მერაბ შათირიშვილის განცხადებით, მსგავსი საგანგაშო სტატისტიკა მისი მუშაობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა.
ფოტოგრაფი Marina Cano-ს თვალით დანახული ველური სამყარო
ესპანელი ფოტოგრაფი მარინა კანო ძალიან შეყვარებულია ველურ ცხოველებზე, რის გამოც მას წ.ე. "ველირი-სამყაროს" ფოტოგრაფსაც უწოდებენ. საკუთარი კარიერის სამი წელი დაუთმო ცხოველების ფირზე აღბეჭდვას და შედეგად გამოუშვა წიგნი "Cabárceno",რომელშიც კარგად აქვს აღბეჭდილი სხვადასხვა გარეული ცხოველები და ევროპარკები....
კანი საოცარ ფოტოებს იღებს და აფიქსირებს ლამაზ წუთებს მათ არსებობაში...
თბილისიდან 41 კილომეტრში მორიგი, 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა .ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან ჩრდილოეთით, 7 კილომეტრში მდებარე სოფელ თეჯიშში იყო. მიწისქვეშა ბიძგები 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სიცივის, ხანგრძლივი ზამთრისა და არასაკმარისის საკვების გამო კახეთში არსებული ცხვრის 15-20% დაიხოცა. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ცხვართან ერთად ზამთრის პირობებმა მსხვილფეხა საქონელიც იმსხვერპლა.
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი დიდი მარხვა დიდი მარხვა: მოგზაურობა აღდგომისაკენ
კაცი რომ გზას დაადგება, უნდა იცოდეს თავისი მოგზაურობის მიზანი. ასეა მარხვაც. მარხვა ხომ, ძირითადად, სულიერი მოგზაურობაა, მისი მიზანი კი აღდგომაა, პასექი - „დღესასწაული დღესასწაულთა". მარხცა პასექის აღსრულების, ჭეშმარიტი გამოცხადების სამზადისია. ამიტომ დასაწყისშივე უნდა შევეცადოთ, ჩავწვდეთ მარხვისა და პასექის კავშირს, რადგანაც ეს კავშირი რაღაცა მეტისმეტად არსებითს გვიცხადებს, რაღაც გადამწყვეტსა და მნიშვნელოვანს ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა და ცხოვრებისათვის.
ბოლო დროს ყველანაირი ჯიშის, ზომისა და ფორმის ძაღლის ყოლა თითქოს მოდაში შემოვიდა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლის ახალბედა პატრონებს ცხოველის მოვლა ჰბეზრდებათ და ან გააჩუქებენ, ან თავიდან მოიშორებენ და ქუჩაში უშვებენ... ექსპერტ-კინოლოგი დათო ცხვედიანი უკვე წლებია ძაღლის სხვადასხვა ჯიშს იკვლევს, სწავლობს, მათთან მეგობრობს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახეობის ცხოველის არჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
ფილმებში უნებლიედ დაშვებული შეცდომები ან გაუთვალისწინებელი შემთხვევები.ზოგადად ასეთ წვრილმანებს ყურადგებას არავინ აქცევს, თუმცა კი ასეთი შემთხვევები ხშირია კინო-ინდუსტრიაში.
სურათებისა და ვიდეოების ნაკრები.ზოგს შეიძლება ნანახიც გქონდეთ, მაგრამ უმეტესობისთვის ეს სიახლეა.
თუ თქვენ პატარა არ ხართ და საბჭოთა პერიოდში გიცხოვრიათ, მაშინ ეს ნივთები თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება. იყო პერიოდი, როცა სახლში ყველას მხოლოდ რუსული წარმოების, ნაკლებად ხარისხიანი ტექნიკა გვქონდა. აბა გადახედეთ სურათებს და გაიხსენეთ ძველი დრო, ბავშვობის გახსენება ხომ ყოველთვის სასიამოვნოა , როგორიც არ უნდა იყოს იგი :)
დარწმუნებული ვარ ყველამ იცით თუ რას წარმოადგენს ეს იარაღი, მაგრამ მოდით უფრო კონკრეტულად და კარგად გავეცნოთ ამ ტექნოლოგიურ მონსტრს, რომელმაც კაცობრიობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
1952 წლის 1 ნოემბერს ამერიკელებმა ააფეთქეს პირველი თერმობირთვული ბომბი. ერთი წლის მოგვიანებით 12 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ააფეთქა წყალბადის ბომბი РДС-6.
გამომგონებლები წლებს ხარჯავენ თავიანთ გამოგონებებზე; მანამდე ავითარებენ და სრულყოფენ სანამ ისინი ფართო მასებისთვის წარსადგენად არ გამოდგებიან. ხოლო მათი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი ხალხისთვის ბუნდოვანია. თუმცა არიან ისინის ვისდამი ყურადღებაც მარტო მათმა გამოგონებამ კი არა არამედ მათმა ცხოვრებამაც მიიპყრო, რომელიც ასე თუ ისე მათივე გამოგონების მსხვერპლი გახდა.
ხშირად ცხოველების პატრონები, მთელ თავის ქონებას უტოვებენ თავის საყვარელ ცხოველებს და ამგვარად ისე ამდიდრებენ მათ, რომ ბევრი ადამიანი ვერც კი იოცნებებს ასეთ სიმდიდრეზე. მაშ ასე გადახედეთ ამ ცხოველებს ისინი ოფიციალური მილიონერები არიან
მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის გამოქვაბული მდებარეობსსალზბურგში ,ავსტრიაშია, ზამთარში დაახლოებით -35 გრადუსია როცა გარეთ -20-ია სურათები იხილეთ სრულიადში..........
საშიშია თუ არა თერმომეტრის ვერცხლისწყალი? ვერცხლისწყალი ადვილად აქროლადი ნივთიერებაა, ის ორთქლდება. ინტენსიური აორთქლება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მეტია. რაც უფრო მეტად თბილა ოთახში, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს აორთქლების პროცესი.
მიტოვებული და შეიძლება საშიში ზოოპარკებიც არის. აქ გადაიღეს რომელიღაც საშინელებათა ჟანრი კინო. ეს ზოოპარკები არის ამერიკის სხვადასხვა შტატებში. ხშირად ფოტოგრაფებიც ესტუმრებიან ხოლმე მათ რადგან გადაიღონ ლამაზი ფოტოები და კლიპებიც. ფოტოები გაგრძელებაში.........
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!