ეს გახლავთ დუბაი, უახლოესი მომავლის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის ცათამბჯენს, არქიტექტურული თვალსაზრისით ურთულესს და ვიზუალურად შეუდარებელს.
კონკურსში, რომელიც გამოცხადებული იყო დუბაიში ყველაზე ექსცენტრიული და ორიგინალური ცათამბრჯენის შექმნისთვის, ფირმა "Transparence House”_მა ყველა კონკურენტი ჩამოიშორა "ნახევარმთვარის” ფორმის ცათამბჯენის პროექტით. პროექტის კრიტერიუმები გახლდათ ისეთი შენობის შექმნა, რომელიც დუბაის სავიზიტო ბარათად იქცეოდა და ხაზს გაუსვავდა ისლამურ მხარეს. დამეთანხმებით, მართლაც ორიგინალური პროექტი წარმოადგინა ფირმა "Transparence House”_მა და ამ ყველაფერთან ერთად ისიც გაითვალისწინეს რომ ისლამში მთვარე დიდ როლს თამაშობს. ეს ცათამბჯენი შერჩეული იქნა პარკ "ზაბეელისთვის” და ყველაფერთან ერთად ამით არაბულ სამყაროს სურს რომ ხაზი გაუსვან მათ განვითარებას.მართლაც რომ დუბაი ერთგვარ ოაზისად იქცა უდაბნოში. აშენებულ ცათამბჯენში იგეგმება განათავსონ საბავშვო ბილიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები, კაფეები და ტრადიციისამებრ ცათამბჯენის ზედა სართულზე ღია მოედანი. ბურჯ ალ-არაბ
დღესდღეობით დუბაიში ყველაზე პოპულარულ და მაღალ ნაგებობად სასტუმრო "ბურჯ ალ-არაბი” რჩება, თუმცა კი "ნახევარმთვარის” ცათამბრჯენი გაცილებით მაღალი და ორიგინალური იქნება.
წყარო: http://ucnauri.com/204567/%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9C%E1%8
|