ბაკურაძის ნამუშევარი კინომცოდნეებისა და კინოკრიტიკოსების მიერ დაწესებული ”ოქროს გილდიის” მფლობელიც გახდა.
მხატვრული ფილმი "მონადირე" მეღორე ივან დუნაევის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. სცენარის მიხედვით, ივანი ხორცს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს აბარებს. მას ერთ-ერთი პატიმარი ქალი შეუყვარდება, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა რთულდება. სურათის ავტორების თქმით, ფილმი სიყვარულზე, მიწაზე, ქალზე და მოვალეობის გრძნობაზე მოგვითხრობს.
აღსანიშნავია, რომ "კინოტავრზე" "მონადირე" მას შემდეგ წარადგინეს, რაც მისი პრემიერა კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე - "განსაკუთრებული ხედვა" - გაიმართა.
რუსული მედიასაშუალებები ბაკურაძის სურათს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. რეჟისორს "კინოტავრის" მთავარი ჯილდო უკვე მოპოვებული აქვს. 2008 წელს ფესტივალზე მისმა ფილმმა - "შულტესმა" გაიმარჯვა.
"მონადირე" გაქირავებაში სექტემბერში გამოვა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!