სიცივის, ხანგრძლივი ზამთრისა და არასაკმარისის საკვების გამო კახეთში არსებული ცხვრის 15-20% დაიხოცა. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ცხვართან ერთად ზამთრის პირობებმა მსხვილფეხა საქონელიც იმსხვერპლა. საქონლის დახოცვის მიზეზად სპეციალისტები იმ სეზონურ დაავადებებს ასახელებენ, რომლებიც ზამთარში იჩენს თავს. მეცხვარეების თქმით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ცხოველების მასობრივი დახოცვის შემთხვევები იკლებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!