მთავარი » 2012»აპრილი»1 » დედოფლისწყაროს გაუდაბნოების წინააღმდეგ საპილოტე ტყე გაშენდა
19:50:04
დედოფლისწყაროს გაუდაბნოების წინააღმდეგ საპილოტე ტყე გაშენდა
დედოფლისწყაროს რაიონში მოსავლიანობის გაზრდისა და გაუდაბნოების პროცესის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები მიმდინარეობს. შირაქის ველზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის დახმარებით, 100 ჰექტარ ფართობზე უკვე გაშენდა ქარსაფარი ზოლი და საპილოტე ტყის კორომი. რაიონში მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. გოგა ხაჩიძე დედოფლისწყაროს მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ადგილობრივად წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ ესაუბრა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!