უცნაური და საინტერესო ამბები ცხოველთა სამყაროზე … - ახლადდაბადებული ცისფერი ვეშაპი იწონის იმდენს, რამდენსაც მოზრდილი აფრიკული სპილო.
- ვარაუდობენ, რომ მწერების სამ მილიონამდე სახეობა არსებობს, მაგრამ სახელი მიკუთვნებული აქვს მხოლოდ ერთ მილიონს.მწერებმა განვითარება ადამიანებზე ათასი მილიონი წლით ადრე დაიწყეს. მათ ისეთ ადგილებში შეუძლიათ ცხოვრება, სადაც ადამიანები ვერ ცხოვრობენ. თითო ადამიანზე 12 მილიონი მწერი მოდის.
- ყველაზე დიდ ბუდეს თეთრთავა არწივი იკეთებს. იგი ამერიკის ეროვნული სიმბოლოა. მისი ბუდის დიამეტრი 2.5 მეტრია, სიმაღლე – 4 მეტრი. იგი 2 ტონას იწონის.
- ავსტალიელი მეკარეაია ლამაზ ბუდეებს აკეთებს,თავის საცხოვრებელს რთავს ნიჟარებით, ყვავილებით, მყვირალა ფერის კენკროვანი ხილითა და ფერადი მინის ნატეხებით.
- ყველაზე თბილ ბუდეს ფეიქარა აგებს. აქ 60-მდე ფრინველი ცხოვრობს ერთად. თითოეულს თავისი კვერცხის ჩასადები აქვს. სიცივის დროს ყველა ერთად იყრის თვს და ასე გადააქვთ ზამთრის სუსხი.
- "გადაარჩინეთ მარტორქა” – დიდი ხანია ამ ლოზუნგით გამოდიან აფრიკის ქვეყნებში. ამერიკულ და აზიურ ბაზრებში დიდი მოთხოვნილებაა მარტორქის რქებზე, ამიტომ ბუნების დამცველებსა და ბრაკონიერებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ოდესღაც აფრიკაში ასეულობით ათასი შავი აფრიკული მარტორქა ბინადრობდა. 1989 წლის მონაცემებით კი პლანეტაზე 3700 მარტორქაღა დარჩა.
- დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა შეშფოთებულია ბეღურების გაქრობით ინგლისის და შოტლანდიის ქალაქებში სულ ცოტა ხნის წინ ბეღურების ჟღურტული ისმოდა, ახლა კი გაქრა. მეცნიერება ამ ამბავს ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნად მიიჩნევს.
- მამრი პინგვინები რთულ სამუშაოს ასრულებენ, ისინი კვერცხებზე სხდებიან. ორი თვის განმავლობაში იტანენ შიმშილს, სიცივეს, კვერცხებს კი არ ტოვებენ. როცა პატარა პინგვინი იჩეკება, მის მოსავლელად უკვე დადა მოდის.
- სპილოები ცხოველთა სამყაროს რომანტიკოსი წარმომადგენლები არიან. მამრ სპილოს შეუძლია ეარშიყოს თავის პარტნიორს 3 წლის განმავლობაში. სანამ ის დაქორწინებაზე დათანხმდება. ისინი ღოჯებით ეფერებიან ერთმანთს, ხორთუმ ჩაკიდებულები სეირნობენ. თუ მდედრმა სპილომ არჩევანი გააკეთა, ის მისი ერთადერთი პარტნიორია. სპილოების მაკეობის პერიოდი 22 თვეა. ამ დროის მანძილზე მდედრ სპილოს განსაკუთრებული მორალური თანადგომა სჭირდება. ინდოეთში სპილოებს თითქმის ისეთივე პატივით ექცევიან, როგორც ძროხებს.
წყარო : "გავიფართოვოთ თვალსაწიერი” შემკრები ზოია (ციცო) ჩუბუნიძე, გამომცემლობა "ქართული წიგნი” 2009.
წყარო: http://ucnauri.com/205730/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9B%E1%8
|