თბილისიდან 41 კილომეტრშიმორიგი, 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა .ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან ჩრდილოეთით, 7 კილომეტრში მდებარე სოფელ თეჯიშში იყო. მიწისქვეშა ბიძგები 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.წალკაში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წუხელაც მოხდა. ეპიცენტრი წალკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში მდებარე სოფელ ბაშქოიში იყო. მიწისძვრებს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!