გორის ზოოპარკში ახალი ცხოველები გამოჩნდა. დაწესებულების წარმომადგენელის, სოსო ვარდანაშვილის განცხადებით, თბილისიდან გორში ლამა და ფარშევანგები ჩაიყვანეს. ზოოპარკი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ლამასა და ფარშევანგის გამოსაკვებად საჭირო თანხა ჯერ გათვალისწინებული არ არის.
ამჟამად მინი ზოოპარკში ერთი დიდი დათვი და ერთი პატარა ბელი, ასევე სვავი, მელია და მგლებს გადარჩენილი აფრიკული ჯიშის 2 თხა ცხოვრობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!