ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს.
სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.
არსებობს ისტორიები იმის შესახებ თუ როგორ დაესხა ვეფხვისებური თევზი ადამიანებს, თუმცა დაზუსტებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.
.
.
.
.
.
წყარო: http://icode.ge
|