მთავარი » 2014»იანვარი»8 » გამოცანა, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის 2% შეუძლია ამოხსნას
18:21:24
გამოცანა, რომელიც მხოლოდ მოსახლეობის 2% შეუძლია ამოხსნას
აინშტაინმა ეს გამოცანა XIX საუკუნეში შეადგინა. მისი აზრით, გამოცანის ამოხსნას მოსახლეობის მხოლოდ 2% თუ მოახერხებდა.
ერთ ქუჩაზე დგას ხუთი სხვადასხვა ფერის სახლი. თითოეულ სახლში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ხუთივე განსხვავებულ სასმელს სვამს, ეწევა განსხვავებულ სიგარეტს და ჰყავს სხვადასხვა ცხოველი.
კითხვა: რა ეროვნების ადამიანს ჰყავს თევზი?
დამატებითი ინფორმაცია: 1. ბრიტანელი ცხოვრობს წითელ სახლში. 2. შვედს ჰყავს ძაღლები. 3. დანიელის საყვარელი სასმელია ჩაი. 4. მწვანე სახლი თეთრი სახლის მარცხნივ დგას. 5. მწვანე სახლის პატრონს უყვარს ყავა. 6. ადამიანი რომელიც ეწევა Pall Mall-ს, ჰყავს ფრინველები. 7. ყვითელი სახლის პატრონი ეწევა Dunhill-ს. 8. ადამიანს, რომელიც შუაში მდებარე სახლში ცხოვრობს, უყვარს რძე. 9. ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში. 10. ადამიანი რომელიც ეწევა blend-ს, ცხოვრობს იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც კატები ჰყავს. 11.ადამიანი, რომელსაც ცხენები ჰყავს, ცხოვრობს იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ეწევა Dunhill-ს. 12. ადამიანი, რომელიც ეწევა Blue Master-ს, უყვარს ლუდი. 13. გერმანელი ეწევა Prince-ს. 14. ნორვეგიელის სახლი ლურჯი სახლის გვერდით მდებარეობს. 15. ადამიანს, რომელიც ეწევა Blend-ს, ჰყავს მეზობელი, რომელსაც უყვარს წყალი
არც ისე რთულია ყველაფერი ლოგიკურადაა დალაგებული, თევზი ყავს გერმანელს, რომელსაც უყვარს ყავა და ცხოვრობს მწვანე სახლში,პირველ სახლში (ყვითელში) ცხოვრობს ნორვეგიელი, უყვარს წყალი, ეწევა dunhill-ს და ყავს კატა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!