ფოტოსერია ასახავს ამერიკული შავი დათვი – ბალუს, აფრიკული ლომი – ლეოსა და ბენგალური ვეფხვი – შერხანის ძალზედ უჩვეულო მეგობრობას. ისინი ერთად ცხოვრობენ მას შემდგომ, რაც ჯერ კიდევ პატარაობის ასაკიდან ერთად გაიზარდნენ.
2001 წელს სამივე მათგანი პოლიციელების მიერ იქნენ ნაპოვნი. ჯერ კიდევ თვეების ცხოველები პარაზიტებით იყვნენ დაავადებულნი, უჭმელობით დასუსტებულნი და ნარკოდილერთა მიერ ტრავმირებულნი. ისინი ჯორჯიას შტატის ქალაქ – Locust Grove–ში არსებულ ცხოველთათვის განკუთვნილ თავშესაფარში განათავსეს, სადაც სათანადო ქირურგიული ჩარევა და შესაფერისი მზრუნველობა ჩაუტარდათ.
ვეტერინარი–ფსიქოლოგების დასკვნით, ისინი ერთად უნდა განეთავსებინათ, რათა პატარა ცხოველები იოლად გამკლავებოდნენ, მათ მიმართ უდიერი მოპყრობის გამო მიყენებული ტრავმებით გამოწვეულ აღგზნებადობას და გამოჯანმრთელების პროცესი უფრო შედეგიანი და სწრაფი ყოფილიყო.
ასეც მოიქცნენ და ცხოველთა გამოჯანმრთელებამაც არ დაახანა. თავშესაფრის პერსონალთა და ვეტერინართა გულისხმიერი ზრუნვის შედეგად, ცხოველები გამოჯანმრთელდნენ და განუყრელ მეგობრებადაც იქცნენ.