ისრაელში, კერძოდ თელავივში, ექიმებმა პირველად განახორციელეს ხერხემლის მალთაშუა დისკის ოპერაცია, რომელიც 19 წლის დათვ – Mango–ს ჩაუტარდა.
რამდენიმე კვირის წინ ვეტერინარებმა შეამჩნიეს, რომ 250 კგ–იან დათვს უკანა კიდურებმა უმტყუნეს.
რენტგენოგრაფიული კვლევის შემდგომ გადაწყდა, რომ დისკი ზურგის ტვინს აწვებოდა, რამაც პარალიზება გამოიწვია.
ექიმების განმარტებით, ადრე ამგვარი პრობლემის მქონე დათვები სასიკვდილოდ განწირულნი იყვნენ, შეაბამისად მათ აძინებდნენ.
ოპერაციამ რამდენიმე საათი გასტანა. უახლოეს მომავალში ვეტერინარები დაადგენენ, შეძლებს თუ არა დათვი – Mango საბოლოოდ გამოჯანმრთელებას, ქირურგიული ჩარევის შემდგომ.