ჩინური სამზარეულო იმდენად გამოირჩევა სხვა ქვეყნების სამზარეულოებისაგან თავისი ეგზოტიკურობითა და კერძების "მრავალფეროვნებით", რომ ბევრი ჩვენგანი ვერ გაბედავდა იმ
"გემრიელობების" მირთმევას, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშ ასე, მოემზადეთ საოცრებების სანახავად.
შემწვარი ბატის თავები
მღრღნელების თავები
თავიანად შემწვარი ბატის ჭუკები
აი ამ საეჭვო დასახელების საკვებს რა ჰქვია, ეგ ვერ დავადგინე
შემწვარი მორიელები შამფურზე
შემწვარი ხოჭოები შამფურზე
შემწვარი ტარაკნები და მატლები შამფურზე
შემწვარი კალიები შამფურზე
შემწვარი????? შამფურზე (ვერ გავარკვიე, ეს რაა)
მატლების ფართო ასორტიმენტი
პატარა ზომის მორიელები
ცოცხალი თევზი
ცოცხალი კუ სუპერმარკეტში (შეფუთული იმიტომაა, რომ არ გაიქცეს. ეს რბილჯავშნიანი კუს ჯიშია)
ლოკოკინები
რვაფეხების ფეხები შამფურზე
ყინულში შენახული კუები ბაზარში
ჯოხებზე წამოცმული გასუფთავებული ანანასები
გაურკვეველი შემადგენლობის წვნიანი
ისევ ლოკოკინები
უცნაური ფორმის ხამანწკები
კიბოსნაირების მთელი კოლექცია
თევზის ბაზარი (წარმომიდგენია, აქ როგორი სუნი იქნება.....)
P.S. იმედი მაქვს, რომ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ მადა არ გაგიფუჭდათ და თქვენი გემრიელი ვახშამი გვერდზე არ გადადეთ. თუნდაც ეგრე იყოს, მერე რა, მე თქვენს ჯანმრთელობაზე და ფიგურაზე ვზრუნავ, ღამით ჭამა ხომ მავნებელია.:)
|