ახალ ზელანდიაში 56 წლის ქალმა დაიჭირა თინუსი, რომელიც თითქმის ნახევარ ტონას იწონიდა. დაჭერილი თევზი ექსპერტებმა 2, 02 მილიონ დოლარად შეაფასეს.
იმისათვის, რომ წყლიდან გიგანტური თევზი ამოეთრიათ, დონას და მის მეგობრებს მასთან 4-საათიანი ბრძოლის გადატანა მოუხდათ. მათ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლეს დაჭერილი თინუსის გულადი და უშიშარი ქალბატონის ნავზე ამოტანა.
ეს უცნაური შემთხევა მოხდა ახალ ზელანდიაში, რეინგის კონცხთან ახლოს. 56 წლის ოკლენდელი დონა პასკო მეგობრებთან ერთად საკუთარი პატარა იახტით სათევზაოდ იყო. უცებ ანკესი რაღაცას მოედო. დონა ვერც კი იფიქრებდა, თუ ამოდენა თინუსის ანკესით დაჭერა შესაძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მარტო ის ვერაფერს გახდებოდა და ნადავლიც ხელიდან წაუვიდოდა, მაგრამ ერთობლივი ძალებით დონამ და მისმა მეგობრებმა მოახერხეს მისი ამოტანა იახტაზე.
ექსპერტებმა ნადავლი 2, 02 მილიონ დოლარად შეაფასეს. მისგან შეიძლება 1769 ქილა კონსერვის ან 2875 ცალი ბუტერბროდის მომზადება. მაგრამ დონა პასკომ თევზის გაყიდვაზე უარი თქვა, მან გადაწყვიტა ის თავისთვის დაეტოვებინა, თუმცა მეტად არაჰუმანური მიზნებისათვის: ქალი აპირებს მისგან სამახსოვრო ფიტული გააკეთოს.
დონა პასკო ელოდება თავისი რეკორდის დადასტურებას. ის სავარაუდოდ მიიღებს სერტიფიკატს International Game Fish Association-ის საერთაშორისო ასოციაციისაგან, რადგან ქალის მიერ დაჭერილი წყნარი ოკეანის ცისფერი თინუსი, რომელსაც “ზღვის პიკასოს ” ეძახიან, ორჯერ მეტია თინუსზე, რომელიც გასულ წელს იაპონიაში აუქციონზე 1, 09 მილიონ დოლარად გაიყიდა და რომელიც მაშინ მსოფლიო სენსაცია გახდა.