ჩვენს დროში ხეზე კვეთა სულ უფრო და უფრო პოპულაროლი ხდება. ეს გრანდიოზული ხის სკულპტურა შექმნილია ჩინელი ხელოვანის ხეზე კვეთის დარგში, ჩჟენ ჩუნჰუის (Zheng Chunhui) მიერ. ჩჟენის თქმით, სკულპტურის შექმნის პროცესი დაახლოებით 4 წელიწადი გრძელდებოდა. ეს ულამაზესი ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა. აღნიშნული შედევრის დეტალიზაცია და შესრულების სირთულე დამთვალიერებელთა აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. რაც შეეხება მის გაბარიტებს, იგი 12 მეტრზე მეტი სიგრძის, 3 მეტრზე მეტი სიმაღლის და 2,4 მეტრი სიგანისაა. ეს უნიკალური ნამუშევარი ჩინეთის Palace Museum–შია გამოფენილი. ამ ხის "ტილო”–ს მეშვეობით Zheng მოგვითხრობს პატარა ქალაქის მდიდრებისა და ღარიბების ცხოვრების შესახებ. სკულპტორმა უმცირესი დეტალების, პატარა სახლების, ნავების და 550 ადამიანის ფიგურის ამოტვიფრვით გადმოსცა ერთი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების წესი. ეს ნამუშევარი უპირობოდ გახდება ჩინეთის თანამედროვე კულტურის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა.
წყარო: http://icode.ge/2013/11/27/12-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1
|