უიმბერლიში (შტატი ტეხასი, ამერიკა) მდებარე იაკობის ჭა (Jacob’s Well), წარმოადგენს დიდ არტეზიულ წყაროს, რომელიც ამოედინება შტატის ყველაზე უმსხვილესი წყალქვეშა მღვიმეთა სისტემიდან.
აღნიშნულ ჭაში წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ დამთვალიერებლებს ნახვისას ხშირად ცარიელი სივრცის შთაბეჭდილება უჩნდებათ.
ჭის დიამეტრი 4 მეტრია, ხოლო სიღრმე – 10 მეტრი. მისი ფსკერიდან იწყება განტოტვები, რომელებიც ამ დრომდე ბოლომდე არავის არ შეუსწავლია. ამ დროისათვის აღნიშნული განტოტოტვების კვლევის ჩატარების დროს დაღუპულია 8 დაივერი, თუმცა ამ ადგილის პოპულარობაზე ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!