1988 წელს პატარა მართვე (არწივის შვილი) მიიყვანეს ვაშინგტონის ბუნების გადარჩენის ცენტრში. მას ორივე ფრთა მოტეხილი ჰქონდა. პატარა არწივი იმდენად დასუსტებული იყო, რომ დიდი ხანი არ შეეძლო ფეხზე დადგომაც კი, ამიტომ მომვლელებმა გადაწყვიტეს, რომ თუ მართვე ერთი კვირის განმავლობაში ფეხზე არ დადგებოდა, მისთვის ევთანაზია გაეკეთებინათ.
საბოლოოდ, არწივი ფეხზე დადგა, თუმცა, ვეტერინარებმა თქვეს, რომ ის ვერასოდეს შეძლებდა ფრენას. ჯეფმა გადაწყვიტა, ფრინველი ხელთათმანის დახმარებით, პერიოდულად სასეირნოდ გაეყვანა ბუნებაში. ფრინველთა მეფე ძალიან შეეჩვია თავის მომვლელს, ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად.
2000 წელს ჯეფს დაუდგინდა მესამე სტადიის სიმსივნე. ის საკმაოდ რთული მკურნალობის 8 თვიან კურსს გადიოდა, თუმცა, როდესაც კარგად გრძნობდა თავს, მაშინვე მეგობრის სანახავად და მის ბუნებაში სასეირნოდ გასაყვანად მიდიოდა.
ჯეფი დარწმუნებული იყო, რომ ფრინველი მას განკურნებაშიც ეხმარებოდა.
8 თვიანი მკურნალობის შემდეგ, შედეგი საკმაოდ სასიამოვნო იყო. ექიმებმა ჯეფი დაარწმუნეს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად ჰქონდა და მკუნალობა დადებითად წარიმართა. კლინიკიდან გამოსვლისთანავე, მამაკაცი ფრინველის სანახავად წავიდა.
"როდესაც ჩემს ერთგულ მეგობარს შვეხვდი, მისთვის არაფერი მითქვამს, თუმცა, ვგრძნობ, რომ მან ყოველთვის ყველაფერი წინასწარ იცის. ის მიყურებდა, შემდეგ ფრთები შემომხვია და ნისკარტით ჩემს ცხვირს შეეხო, ასე გამოხატა სითბო და სიყვარული ჩემ მიმართ. ის განსაკუთრებული და საოცარი ფრინველია და მჯერა, რომ ის დამეხმარა გამოჯანმრთელებაში."- ამბობს ჯეფი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!