მთავარი » 2015»მარტი»19 » მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ
16:54:46
მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ
მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ
არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ცხოველებზე, ასევე ვხვდებით ადამინებს, რომლებიც გულგრილნი არიან მათ მიმართ, მაგრამ არასოდეს უფქირიათ ცხოველისათვის ზიანის მიყენება, თუმცა როგორია ის ადამიანი, რომელიც ძაღლს პატარა ჩაკეტილ კონტეინერში დატოვებს, ეს თავად განსაჯეთ. ზოგიერთი ადამიანი სახლში გაზრდილ ცხოველს ქუჩაში უმოწყალოდ აგდებს. მათ არ იციან ქუჩის ცხოვრების წესი, არც საკვების შოვნა და უმეტეს შემთხვევაში, ქუჩაში თავიანთ სიცოცხლეს უპატრონოდ ასრულებენ.
ერთ დღეს ბრედ იუნინგერმა, თავის ვაჟთან ერთად, გადაწყვიტა ქალაქგარეთ, არკანზასის მახობლად, მოტოციკლით გასეირნება. მათ გზის სიახლოვეს ცხოველისთვის განკუთვნილი კონტერინერი შენიშნეს. მამაკაცებმა გააჩერეს მოტოციკლები და უცნაურ ყუთს მიუახლოვნენ. რაც მათ იხილეს, გულგრილს არავის დატოვებდა.
კონტეინერის ერთი მხარე დაზიანებული იყო, თითქოს ვიღაც ცდილობდა თავის დახსნას და კონტეინერს შიგნიდან გლეჯდა.
მათ სასწრაფოდ გახსნეს გალია და გასაცოდავებული ძაღლი იპოვეს. ეს საშინელი სანახავი იყო, შიდა მხარე ფეკალიებით იყო გასვრილი და ცხოველს მოძრაობაც კი არ შეეძლო. ნათელი იყო, რომ ძაღლმა ასეთ სიმჭიდროვეში რამდენიმე დღე გაატარა. მამა-შვილმა მშიერ ცხოველს ცოტა მშრალი საკვები დაუყარა, გასაცოდავებული ძაღლი ხარბად ჭამდა მას.
ოჯახმა გარკვეული პერიოდი დატოვა ძაღლი, რომ მანქანით დაბრუნებულიყო მის წასაყვანად. ისინი მალევე დაბრუნდნენ და საცოდავი ცხოველი სამუდამოდ წაიყვანეს სახლში. როგორც კი ძაღლი ჩასვეს მანქანაში, მადლიერების ნიშნად, მან ადამიანებს ლოკვა დაუწყო. მიხვდა, რომ ის სამშვიდობოს იყო.
სახლში მიყვანილი ძაღლი დაბანეს. ბანაობის პროცეში შეამჩნიეს, რომ ფრჩხილები იმდენად დიდი ჰქონდა, ის თათებში იყო შეზრდილი. ჩარლი ბრავო, როგორც მას ახალმა ოჯახმა დაარქვა, სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანეს. საცოდავ ძაღლს გადაადგილებაც კი უჭირდა. ვეტერინარის თქმით, ჩარლი დაახლოებით 8 თვის იქნებოდა. როგორც ჩანდა, ის საკმაოდ დიდ ხანს იყო ჩაკეტილი გალიაში.
ჩარლის სულისშემძვრელი ამბავი ინტერნეტით მალევე გავრცელდა. მისი გულშემატკივრები ძაღლის გამოჯანმრთელებისთვის თანხას არ იშურებდნენ. საბოლოოდ, თანხა, რომელიც ძაღლის მკურნალობისთვის შეგროვდა, ოჯახმა ადგილობრივ თავშესაფარში გადარიცხა.
დღეს ჩარლისთან ერთად მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს კიდევ ოთხი ძაღლი, რომლებიც მის მსგავსად, ქუჩიდან არიან აყვანილები. იუნინგერების ოჯახი ცხოველთა თავშესაფრის გაკეთებაზეც კი ფიქრობს. თავშესაფარს სახელიც მოუფიქრეს, მას "ჩარლის ანგელოზებს" დაარქმევენ. დიდი ბედნიერებაა, რომ მსგავსი ადამიანები კიდევ არსებობენ და ჩარლი ბრავოსა და მის მსგავს გასაცოდავებულ ცხოველებს სიყვარულს და სითბოს ჩუქნიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!