მთავარი » 2016»მარტი»20 » სოფელ კაწალხევში მგლებმა 55 წლის მამაკაცი შეჭამეს
18:29:38
სოფელ კაწალხევში მგლებმა 55 წლის მამაკაცი შეჭამეს
დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში მგლებმა სოფელ ინოში მცხოვრები 55 წლის მამაკაცი შეჭამეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაღაროსკარში გამგებლის წარმომადგენელმა როლანდ ზურაბაშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, მამაკაცს მგლების ხროვა თავს მაშინ დაესხა, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. მამაკაცის ცხედარი ტანსაცმლით ამოიცნეს.
გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მტაცებელი ცხოველები სოფელში თავისუფლად გადაადგილდებიან. მისივე თქმით, მგლების მოკვლის მიზნით მაღაროსკარის თემის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფების გამოყოფას ითხოვს.
„მამაკაცის ცხედარი გზაზე ბავშვმა ნახა. შემდეგ დამიკავშირდნენ და ადგილზე მისულებს ტანსაცმელი და თავის ნაწილი დაგვხვდა. მგლების გამო, ხალხი სოფელში ტრანსპორტის გარეშე ვერ გამოდის. ზაფხული მოდის და შესაძლოა ხალხი საქონლის გარეშე დარჩეს. მომხდარის შემდეგ დავურეკე დუშეთის გამგებელს და მონადირეთა ჯგუფის გამოყოფა ვთხოვე. საქმეს პოლიციაც სწავლობს“,- განაცხადა როლანდ ზურაბაშვილმა.
ღმერთმა აცხონოს ის ცხონებული......მგლების ხროვასში უნდა ჩააგდო ის ადამიანი ვინც მგლების ტურებისა და მელიების ბუნებასში დარეგულირების პროცესს ხელს უშლის,დავიჯერო ვერ ხედავენ რო საქართველოს ბუნებაში აღარაა სასარგებლო ცხოვე ფრინველი...?განა რა გახდა ეს არა სამთავროები?მარტო მაგათმა როგორ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ფლორისა და ფაუნის მდგომარეობა საქართველოში? მივიდნენ ეხლა და დაუბრუნონ ის კაცი ცოცხალი და უვნებელი ოჯახს.
რა უბედურებაა, ამას წინათ სოფ. ვარციხეში შუა სოფელში ასფალტზე მიძუნძულებდა... მართლა პარლამენტში უნდა შეცვივდნენ მგლის ხროვები, რომ გამოფხიზლდნენ ჩვენი კანონმდებლები?
აჰა ესეც მაგენენი შეუჭამია სუყველა. რო თქვა გეტყვიენ თქვენ ნადირობა და გართობა გინდათო ცოტაც მოიცადონ კიდე და პარლამენტის წინ კია საბალახოები და ჩამოუდენიან ცხვარს და მაგენმა აკვნესონ მერე სალამურები და გადაუგონ მგლებს სურათები უხ მე მაგათი
ზაფხულში ვიყავი ამ სოფელში 2-3 დგით , ხალხი მაშინაც ლაპარაკობდა ამ პრობლემაზე მარა ყურადგება ნოლი იყო... ისე ულამაზესი ბუნებაა, სოფელში ძირითადად ასაკოვანი ხალხია და შესაბამისად ვეგარ ნადირობენ და თავსაც ვერ იცავენ.. სამწუხარო ამბავი მოხდა და იმედია რაიმე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოყვება
რამდენჯერ დავწერე,რომ არ არიან ხალხისა და ბუნების დამცველები გარემოს დაცვის სამსახურში და ზემოთ. მონადირე, რომ ერიოს ვინმე, მაშინ ის დააყენებდა საკითს და დიდი ხნის წინათ შეიქმნებოდა მგლებზე მონადირე ჯგუფები. ეხლა წერე და იკითხე.
როდემდე? აღარ უნდა დასრულედეს საქართველოში გრანტიაჭამია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაკრესის" ბოგინი? ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გამალებით იცავს მგლებს, ტურებს და სხვა მტაცებლებეს. ამათ გრანტებს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ საქართველოს ფლორა და ფაუნა. შველი აღარ მრავლება, ირემი, კურდღელი და ა.შ. ამაზე თუ დაფიქრებულა ვინმე? ეს ორგანიზაცია ამტკიცებს, ასევე იცავს ირემს, შველს, და ა.შ. მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ამდენი მტაცებლების ხელში ირემს რა გაამრავლებს?. ან შველს? მტაცებლების მომრავლება ჩვენს ფაუნას კარგს არაფერს უქადის. დავუშვათ მტაცებლებზე ნადირობა და ვებრძოლოთ ბრაკონიერებს! ესაა გამოსავალი.
რა ენაღვლებათ რბილ თბილ კაბინეტში ხომ ჯერ არ მისულან , იტყვი კაცი მტაცებლების დიიდი რაოდენობაოო და ამოსაღებიაო წაგვწვდებიან ყელში .. ფრიად სამწუხარო ფაქტია და ვუათანაგძნობ ოჯახს . იქნებ ამ ფაქატმაგამოაფხიზლოსს ზემოთმსხდომნი !!
ესენი კიდე მგლებს ისე უფრთხილდებიან აწი ძეგლებსაც დაიდგავენ პარლამენტში და გარემოსდაცვის სამინისტროში ერთი მაგათ რატოარ შეუარდებიან კაბინეტებში მერე ნახონ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!