სკვერში სეირნობის დროს მოყვარული ფოტოგრაფი მარტინ ლემეი მეუღლესთან ერთად უნიკალური სანახაობის მომსწრე გახდა. ქალაქ ესექსში (ინგლისი) გადაღებული ფოტო ინტერენტისა და ტელევიზიის განხილვის საგნად იქცა. მამაკაცმა ფოტოაპარატით შემთხვევით აღბეჭდა კოდალა, რომლის ზურგზეც ჩაბღაუჭებული იყო სინდიოფალა.
"უეცრად ფრინველის განწირული ხმა მომესმა, გავიხედე და დავინახე კოდალა, რომლის ზურგზეც, რაღაც პატარა ცხოველი იჯდა. შეიძლება, მე და ჩემმა მეუღლემ შევაშინეთ ცხოველი, რადგან როცა კოდალა მიწას მიუახლოვდა, ის ჩამოხტა და მიიმალა."- ამბობს ლემეი "ბი ბი სი"-სთან ინტერვიუში.
ფოტოგრაფი გაოცებული იყო, როდესაც ფოტოები ინტერნეტში განათავსა. რამდენიმე წუთში უამრავ ადამიანს ქონდა გაზიარებული. ერთი შეხედვით, თითქოს ისინი მეგობრულად "მიფრინავენ", თუმცა, ლემეის კომენტარის წაკითხვისას ყველაფერი ნათელი იყო, მან სურათს "სიცოცხლისთვის ბრძოლა" დაარქვა. სინდიოფალა კოდალაზე ნადირობდა, თუმცა, ამჯერად მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.