მთავარი » 2015»მარტი»22 » ის ლეკვის ურნაში გადაგდებით არ დაკმაყოფილდა და ურნას ცეცხლიც მოუკიდა
12:20:57
ის ლეკვის ურნაში გადაგდებით არ დაკმაყოფილდა და ურნას ცეცხლიც მოუკიდა
საშინელი რამ, რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს უმწეო არსების მიმართ სისასტიკის გამოვლენაა. ლეკვი მინესოტადან, სწორედ მსგავსი სისასტიკის მსხვერპლი გახდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ქუჩაში ცეცხლმოკიდებული ურნა შეამჩნია. სიბნელე იყო და იქვე მამაკაცის სილუეტიც დაინახა, თუმცა, სახის ამოცნობა ვერ შეძლო. სწორედ ამ უცნობმა ადამიანმა ჩააგდო გაურკვეველი ნივთი ურნაში და შემდეგ ცეცხლი მოუკიდა. მძღოლი ცეცხლის ჩასაქრობად ურნასთან მალევე მივიდა. უეცრად კი ურნაში დაინახა 5 თვემდე ლეკვი, რომელსაც ბეწვი სულ დამწვარი ჰქონდა. მძღოლმა სასწრაფოდ ამოიყვანა ის ცეცხლმოკიდებული ნაგვის გროვიდან და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
ლეკვი გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში. ცხოველი თავის წონაზე ორჯერ ნაკლებს იწონიდა. მან მძიმე დამწვრობა მიიღო.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაიმეტო ცოცხალი არსება მსგავსი სისასტიკისთვის. ის იმდენად უმწეო და უსუსურია, საშინლად იტანჯება დამწვრობებით. უმოწყალო ადამიანი ლეკვის მხოლოდ ურნაში ჩაგდებით არ დაკმაყოფილდა, მას ცეცხლიც მოუკიდა."- ამბობს ძაღლის მომვლელი.
ლეკვს სჭირდება კანის გადანერგვა. კეთილი ადამიანები მას ოპერაციისთვის თანხას უგროვებენ. ის მკურნალობის კურსს გაივლის ვეტერინარულ კლინიკაში და სულ მალე კანის გადანერვის ოპერაციასაც გაუკეთებენ.
ამ პატარა არსებას ფენიქსი დაარქვეს.
ფენიქსზე უკვე ზრუნავენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!