საკვები ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა, განსაკუთრებით კი 20 წლამდე, ვიდრე ადამიანის ყველა სასიცოცხლო სისტემა მომწიფდება.
თუმცა ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე ბევრი საეჭვო პროდუქტი გამოჩნდა. ძეხვეული, წვენები პაკეტებში, კანფეტები, შოკოლადის ბატონები – ასეთი სურსათი შეიცავს საკვებდანამატებს, რომლებიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რომელი დანამატები და ემულგატორებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რას იწვევს მათი მიღება? ამ საკითხზე მედიცინის დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი ქეთევან ბერიძე გვესაუბრება:
- ქალბატონო ქეთი, თითქმის ყველანაირი შოკოლადი, განსაკუთრებით კი ბავშვების საყვარელი ნუგბარი, შოკოლადის ბატონი, სხვადასხვა ემულგატორს შეიცავს. სახიფათოა თუ არა ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის?- არა მარტო შოკოლადის ბატონი, ემულგატორებს შეიცავს ბევრი სხვა პროდუქტიც, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ. ემულგატორთა უმრავლესობა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ზოგიერთი მათგანი კი კანცეროგენულია.
- რას იტყოდით საკვების საღებავებზე? ამბობენ, რომ ისინი ანადგურებენ გენურ სტრუქტურას.- საკვები საღებავების გენებზე ზემოქმედების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ისინი უამისოდაც საკმაოდ დიდი რისკის მქონეა მიუხედავად იმისა, რომ საკვები საღებავების დიდი ნაწილი ბუნებრივი ნედლეულისგან მიიღება. ეს საკვებდანამატები ხშირად ბუნებრივი ვიტამინის, ანტიოქსიდანტის ან სხვა ნივთიერების ანალოგია და, ერთი შეხედვით, არამცთუ უვნებელი, სასარგებლოც კი უნდა იყოს.
მაგრამ ნებისმიერ ნივთიერებას, ვიტამინი იქნება ეს თუ სხვა, აქვს მაქსიმალური დღიური დოზა, რომლის გადაჭარბებამ შესაძლოა ძალიან ავნოს ორგანიზმს. პროდუქტი, რომლის ეტიკეტზეც არ არის მითითებული ასეთი ნივთიერებების შემცველობა და რომელსაც ბავშვები დიდი ოდენობით მოიხმარენ (ამის კონტროლი, რეალურად, შეუძლებელია), რა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაკეტებში ჩამოსხმული წვენები საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. რას შეიცავს ამგვარი წვენები და რატომ არ უნდა დავალევინოთ ისინი ბავშვებს? წვენები ნებისმიერი შეფუთვით, ქაღალდის პაკეტი იქნება ეს, პოლიეთილენის, მინის ქილა თუ სხვა, როგორც წესი, შეიცავს რომელიმე საკვებდანამატს. თუნდაც ეს დანამატი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ იყოს მიჩნეული, მისი კონცენტრაციის განსაზღვრის შეუძლებლობის გამო საფრთხეს უქმნის.
შეიძლება თუ არა ხილისა და ბოსტნეულის წვენების შენახვა, თუ პატარებს მხოლოდ ახალგამოწურული წვენი უნდა მივცეთ?ხილისა და ბოსტნეულის წვენების შენახვა არ არის რეკომენდებული. ოჯახის პირობებში დაკონსერვებისას არ არის გამორიცხული მათი დაბინძურება. ამასთანავე, იშლება მათში არსებული ვიტამინები, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და წვენები თითქმის კარგავს სასარგებლო თვისებებს. დასასრულ, წვენს შენახვისას დიდი რაოდენობით უმატებენ შაქარს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. უმჯობესია, მივიღოთ ხილ-ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენი.
რომელი საკვებდანამატებია ყველაზე სახიფათო ბავშვებისა და მოზარდებისთვის? საკვებდანამატები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნევა, ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. აქ ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ გეტყვით, რომ, მაგალითად, შოკოლადის ზოგიერთ ბატონსა და ზოგიერთ კონსერვში შედის ემულგატორი E 240, რომელსაც კანცეროგენული მოქმედება ახასიათებს; ზოგიერთი ნაყინი შეიცავს საღებავ E160B-ს, სტაბილიზატორებს – E471-ს,E E466-ს, 412-ს, 407-ს, E 407-ს, რომლებიც არღვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას.
რა განაპირობებს ბავშვებში ჭარბ წონას და როგორი საკვების მიცემას ურჩევდით მშობლებს, რომ მათი შვილები ამ პრობლემას არ შეეჯახონ? ჭარბი წონის მიზეზი უმეტესად არასწორი კვებაა. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ბავშვს ჯანსაღი, სრულფასოვანი რაციონი და კვების რაციონალური რეჟიმი ჰქონდეს. ორგანიზმმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ნივთიერება რომ მიიღოს, საჭიროა სათანადო რაოდენობით რძის ნაწარმის, ხორცის, ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება.
რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ზოგიერთი პროდუქტი, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ საკონდიტრო ნაწარმის მოხმარება და, რაც მთავარია, უნდა ვკვებოთ არა დაკონსერვებული, არამედ ნატურალური, ახალი პროდუქტებით. ცნობისათვის: ემულგატორი ის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ემულსიის წარმოქმნას. მაგალითად, ემულგატორებია საპონი, ჟელატინი და მრავალი სხვა სინთეზური ნაერთი. ემულგატორისგან წარმოქმნილი ემულსიის წყალობით საკვები ხდება გემრიელი და დიდხანს ინახება.
არსებობს სახიფათო და უვნებელი ემულგატორები. სურსათის ეტიკეტზე მათ აღნიშნავენ სიმბოლოთი. სახიფათო ემულგატორები ვნებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას, აღიზიანებს კანს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ასთმით დაავადებულთათვის, ხელს უწყობს სიმსივნეების წარმოშობას.
იმის გასაგებად, ესა თუ ის საკვები რომელ ემულგატორს შეიცავს, ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი. განსაკუთრებით საშიშია "დიროლი” და მსგავსი ტიპის საღეჭი რეზინები. მათი დაღეჭვა შეიძლება ჭამის შემდეგ მხოლოდ 3-4 წუთი.
უსაფრთხო ემულგატორები - E100, E101, E132, E140, E160, E161, E163, E170, E174, E175, E236, E237, E238, E260, E262, E263, E270, E280, E281, E282, E300, E301, E302, E303, E304, E305, E306, E307, E308, E309, E322, E325, E326, E327, E331, E332, E333, E334, E335, E336, E337, E400, E401, E402, E403, E404, E406, E408, E410, E411, E413, E414, E420, E421, E422, E471, E472, E473, E474, E475, E480.
ჯანმრთელობისთვის საშიში - E102, E110, E120, E124, E127.
აკრძალული - E103, E105, E111, E121, E125, E126, E130, E152, E181
საეჭვო - E104, E122, E141, E150, E151, E153, E171, E173, E180, E240, E241, E477.
კიბოს გამომწვევი - E131, E142, E210, E211, E212, E213, E214, E215, E217, E239, E330.
ძალიან საშიში - E123.
აღიზიანებს ნაწლავებს - E221, E222, E223, E224, E226.
აღიზიანებს კანს - E230, E232, E233.
აღიზიანებს სისხლის წნევას - E250, E251, E252.
აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას - E338, E339, E340, E341, E407, E450, E461, E462, E463, E465, E466.
ანადგურებს ვიტამინ B12-ს – E220.
გაითვალისწინეთ ეს ტაბულა და დააკვირდით, რომელი საკვები რომელ ემულგატორს შეიცავს, რათა საკუთარი, უფრო კი თქვენი შვილების ჯანმრთელობა დაიცვათ.