გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.
თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები - დემნა ირემაშვილი და თეიმურაზ აბრამიშვილი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას. მათ ჩამოერთვათ და დაილუქა სამართალდარღვევის იარაღები.
მდინარე ალაზანზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ ასევე მოქალაქეები - გიგა გოზალიშვილი, ლაშა ცერცვაძე და ბესიკ ხოსიტაშვილი. სამართალდარღვევის გამოვლენისას, მათ მოპოვებული თევზი მდინარეში გადაყარეს.
მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
წყარო: http://გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
|