ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივნისი » 9 » "ამდენი ხანი შვილი არც ცოცხალი მეღირსა და არც მკვდარი" - კახეთის მთებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს    

23:52:05
"ამდენი ხანი შვილი არც ცოცხალი მეღირსა და არც მკვდარი" - კახეთის მთებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
"ამდენი ხანი შვილი არც ცოცხალი მეღირსა და არც მკვდარი" - კახეთის მთებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
"ამდენი ხანი შვილი არც ცოცხალი მეღირსა და არც მკვდარი" - კახეთის მთებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
08-06-2016
"მწყემსმა თოფით ივარაუდა, რომ ცხედარი შეიძლება დაკარგული მონადირეებიდან ერთ-ერთი ყოფილიყო"

საზოგადოებას ალბათ ახსოვს წლის დასაწყისში კახეთში დაკარგული სამი მონადირის ამბავი, რომელთაც სამაშველო სამსახური, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა... რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კახეთის მთებში  მწყემსმა მამაკაცის ცხედარი იპოვა, მაშველებმა მისი ჩამოსვენება შეძლეს. ცხედარს ამ დროისთვის ექსპეტიზა უტარდება. ცხედართან ერთად თოფიც ნახეს, სწორედ ამიტომ ივარაუდეს, რომ შესაძლოა გარდაცვლილი დაკარგული მონადირეთაგანი ყოფილიყო. როგორც სოფელ მსხალგორის გამგებელის მოადგილე,გიორგი ბოკერიამ გვითხრა, 8 ივნისს, დილით, მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედარი ნახეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი ასევე დაკარგული მონადირე უნდა იყოს. 
ლევან ჯალალოვი ვიდრე დარეკვას ახერხებდა, ფოტოებს ტვირთავდა თავის "ფეისბუკგვერდზე".

ოთხი მონადირე: ავთო და დათო სამხარაძეები, ლევან ჯალალოვი და გიორგი თურქაძე კაბალის ხევში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდნენ, მათგან შინ მშვიდობით დაბრუნება მხოლოდ გიორგი თურქაძემ შეძლო, რომელმაც ამინდის გაუარესებას გამოასწრო. მისი თქმით, საკვები დატოვეს, რადგან ამინდი ერთბაშად უარესდებოდა და ზედმეტი ბარგი თავიდან მოიცილეს, რათა თავისუფლად ევლოთ. გზაში ქარბუქმა ისინი დაფანტა. "მათი ხმა მესმოდა, მეც ვეძახდი აქედან, შემდეგ კი, თანდათან მიიკარგა, თოფიც ვისროლე, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ პასუხი არ გამიგიაო..."- ყვებოდა ის თვეების წინ.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონადირეები დაღესტნის საზღვარზე დააკავეს, მაგრამ შსს-მ ეს ინფორმაცია მალევე უარყო. 

მერაბი, სოფელ მსხალგორში მცხოვრები:
- მწყემსის თქმით, რომელმაც ცხედარი იპოვა, გარდაცვლილი სამხედრო ფორმით იყო. როგორც ვიცით, სამიდან სამხედრო ფორმა ლევან ჯალილოვს ეცვა. მან დაკარგვამდე ცოტა ხნით ადრე თავისი ფოტო სოციალურ ქსელში დადო, რომელზეც სამხედრო ფორმა აცვია. შესაძლოა, სხვა ბიჭებსაც ფორმა ეცვათ, რთული ჯერ რაიმეს თქმა. 

გიორგი ბოკერია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის გამგებლის მოადგილე:
- იმ მიდამოებში, სადაც ცხედრებია ნაპოვნი, იალაღებია და მწყემსები რჩებიან. თავდაპირველად ერთ-ერთმა 
 
მწყემსმა იპოვა ცხედარი და ის დაუკავშირდა შესაბამის სამსახურს. თოფი უნახავს და მაგით ივარაუდა, რომ გარდაცვლილი დაკარგული მონადირეებიდან ერთ-ერთი იქნებოდა...  სამაშველოს ბიჭები, ადგილობრივებთან ერთად, მწყესმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავიდნენ და როგორც ვიცი, მას შემდეგ ძებნა არ შეუწყვეტიათ... დღეს მითხრეს, რომ სწორედ მაშველებმა იპოვეს კიდევ ერთი ცხედარი, თუმცა ჯერ დანამდვილებით თქმა ვინ ვინ არის, რთულია. სოფლიდან იმ კონკრეტულ ადგილამდე მისვლას, სადაც ცხედრები ნახეს, 15 საათი სჭირდება. 

მარინა გელაშვილი, ერთ-ერთი დაკარგული მონადირის, ლევან ჯალალოვის დედა:
- არ ვიცი. რა ჰქვია ჩემს მდგომარეობას, ამდენი ხანი შვილი არც ცოცხალი მეღირსა და არც მკვდარი. მაინც ელოდება დედის გული, იქნებ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი ბიჭი... ორი წელი პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა ჩემი ლევანი. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში, იქიდანვე ემზადებოდა ნადირობისთვის და როგორ არ გამეშვა... ბავშვობიდან დადიოდა სანადიროდ და გამოცდილებაც ჰქონდა. 30 დეკემბერს ვესაუბრე ბოლოს, - ახალ წელს სახლში ვიქნებიო, ჩემს გოგოსაც ელაპარაკა... უცხოეთიდანაც კი აქაურ მთებს ეფერებოდა. სიგიჟემდე უყვარს თავისი კუთხე, საქართველო. სული კბილით ეჭირა, ვიდრე ჩამოვიდოდა... ამ ხნის განმალობაში გზას გავყურებდით. ლევანიმ იცოდა მთა, ნადირობა, რთული კლიმატი, ამის იმედი მქონდა... ახლა ყველა დაკარგული მონადირის ოჯახი გულის კანკალით ელოდება ექსპერტიზის პასუხს... 

ლალი პაპასკირი


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2734 | დაამატა: Admin | ტეგები: არც, და, შვილი, მეღირსა, მკვდარი, ამდენი, ცოცხალი, ხანი, კახეთის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 saiga   (17.06.2016 22:21:17) [მასალა]
ღმერთმა ნათელში ამყოფოს სამივე
88e73

0   Spam
5 levanioo1   (17.06.2016 19:16:40) [მასალა]
ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ძაან სამწუხარო ამბავია, როდესაც გამოცდილი ხარ, იცი ტყე, ნადირობა, მითუმეტეს სათანადოდ ხარ ჩაცმული და მომზადებული და მაინც იკარგები ცუდია, რამდენი ყოფილხართ ტყეში და რამდენს ქონია კომპასი???? 20 კაციდან შეიძლება ერთს არ ქონდეს და ვისაც ექნება ალბათ ყველა დასცინებს და სხვაგვარი მიდგომა გვაქვს ქართველებს მსგავსი საკითხების მიმართ....

0   Spam
4 dato75   (13.06.2016 13:45:13) [მასალა]
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული, ძალიან სამწუხარო ამბავია

0   Spam
3 24   (10.06.2016 16:27:23) [მასალა]
და კიდევ ერთი არის ნაპოვნი,რომელიც ყინულშიაო და მხოლოდ თავია გაფუჭებული და სხეული შენახულია მაგრამ ვერ ამოყავთ რადგან ვერტფრენი არ არის და ვერანაირად ამოიყვანს ისე მოსახლეობა. 88e73

0   Spam
2 vepxo   (10.06.2016 11:09:51) [მასალა]
აცხონოს უფალმა მათისულები.

0   Spam
1 tereos   (10.06.2016 10:32:52) [მასალა]
ძალიან სამწუხარო ამბავია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. მესამე მონადირეს ვერ პოულობენ ჯერჯერობით. შარფი და მობილური უპოვიათ მესამის.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика