ამ ძაღლს უკვე შეარქვეს "მსოფლიოში ყველაზე ცუდი მონადირე ძაღლი". იცით რატომ? ფოტოს შეხედეთ.
ეს სახალისო სცენა ფოტოგრაფმა-ნატურალისტმა გადაიღო, რომელიც მონრეალის (კანადა) მახლობლად მელიის ოჯახს იღებდა. ერთხელ პირდაპირ მელიის სოროსთან ბიგლის ჯიშის მონადირე ძაღლი მივიდა. მაგრამ სანამ ის ყნოსვით მელიის პოვნას ცდილობდა, მელია თავხედურად დადიოდა პირდაპირ მის... ზურგს უკან.
ფოტოგრაფი მირჩი კოსტინა ამ მეილებს უკვე 3 წელი აკვირდებოდა. ამ წელს მათ დიდი ნამატი ჰქონდათ, 4 ლეკვი დაიბადა და მშობლები განსაკუთრებით ფხიზლად იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ სოროს სხვა ცხოველების თავდასხმისგან. ძაღლის ზურგს უკან გამოჩენით მელიას უნდოდა ბიგლის სოროდან გატყუება.
"მე პირველად ვნახე ასეთი გამბედავი მელია", – ჰყვება კოსტინა.
ისტორია კარგად დასრულდა. მონადირემ ბიგლის საბელი ჩააბა და წაიყვანა. სამახსოვროდ მხოლოდ ეს სახალისო ფოტო დარჩა.
ძაღლის შეცდომას ფოტოგრაფი იმით ხსნის, რომ ის ალბათ ზედმეტად გაერთო მელიის ნაკვალევის ძებნაში და საერთოდ ვერ ამჩნევდა რა ხდებოდა მის სიახლოვეს.