ალბათ, არც ერთ ჩვენგანს უფიქრია იმაზე, თუ როგორი სანახავი იქნებოდა ის პროცესი, როდესაც ანაკონდა ადამიანს ცოცხლად ჭამს. რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენაც კი საშინელ ზღაპარს ჰგავს და არავინ უსურვებდა თავის თავს. თუმცა, ცხოველთა სამყაროს დიდმა მოყვარულმა პაულ როზოლიმ გადაწყვიტა, ეს წარმოუდგენელი რამ თავის თავზე გამოსცადოს.
პაული პროფესიონალი კინო დოკუმენტალისტია და მის კომპეტენციაში შედის ფირზე ველური ბუნების აღბეჭდვა. ის ჩაცმული იქნება სპეციალური დამცავი აღჭურვილობით და ანაკონდა პაულს ცოცხლად გადაყლაპავს.
2014 წლის 7 დეკემბერს, დოკუმენტური ფილმი "Discovery"-ის ეთერში გავა.
ფილმს არა ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით ცხოველთა დამცველები. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია "Discovery" -ის წარმომადნელები აცხადებენ, რომ დოკუმენტურ ფილმს მაინც გაუშვებენ ტელე-ეთერში.