რა აწუხებს მოსახლეობას სიცხე თუ კალია? მაღალი ტემპერატურისგან შეწუხებული ადამიანებისთვის ქვეწარმავლები და მწერები დამატებითი თავსატეხია.
მერია ქვეწარმავლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დახმარებით ებრძვის, კომპანიას სახელწოდებაც შესაბამისი აქვს. "კობრა კობრაში" დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ზარი შედის. ბოლო სამი თვეში კი 130 მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეწარმავლებიდან შხამიანი არც ერთი ყოფილა.
მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზებისა გიურზას ნაკბენით რამდენიმე დღის წინ ქარელში მცირეწლოვანი ბავში დაიღუპა. იმავე პრობლემით იაშვილის კლინიკას მაისის თვეში 20-მდე პაციენტმა მიმართა, თუმცა რეგიონებისგან განსხვავებით აქ ანტიგიურზინის ნაკლებობას არ უჩივიან. ამჟამად კლინიკაში ქვეწარმავლის დაკბენილი 5 ბავშვი მკურნალობს.
"პრევენციული ღონისძიებები დაგვიანებულია", - აცხადებენ "მწვანეთა მოძრაობაში". ბიომრავალფეროვნების კოორდინატორ მარინა ჟორდანიას თქმით მწერების რაოდენობა დროთა განმავლობაში ტემპერატურასთან ერთად იკლებს.
"მოსახლეობა კვლავ ბუნების იმედად უნდა იყოს", - ამბობენ ექსპერტები. ასე რომ მათ, ვინც დასასვენებლად ქალაქიდან ჯერ არ გასულა, ისღა დარჩენიათ მწერებსა და ქვეწარმავლებს საკუთარი ძალებით, უკეთეს შემთხვევაში კი "კობრაკობრასთან" ერთად გაუმკლავდნენ.
ავტორი: ნინო არღვლიანი
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!