ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მახრჩობელა გველია, ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში. კორდილიერებიდან, კუნძულ ტრინიდადამდე, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. ზრდასრული ანაკონდას საშ. ზომა 5-6 მეტრია, არცთუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარები. ყველაზე გრძელი ანაკონდა დაიჭირეს, აღმოსავლეთ კოლუმბიაში, რომელიც 11მ. და 43 სმ. აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.
ანაკონდას შეფერილობა ძირითადად მორუხო-მომწვანოა, მსხვილი მურა ფერის ლაქებით, რომლებიც მრგვალი ან მოგრძო ფორმისაა. ამგვარი შეფერილობა ანაკონდას შეუმჩნეველს ხდის მიწაზე და ფოთლებით დაფარულ წყლის ზედაპირზე. ანაკონდას შეხვდებით მდორე მდინარებში და ტბებში, ჭაობებში, ამაზონისა და ორინოკოს აუზებში.ესეთ ადგილებში ანაკონდა უსაფრდება მსხვერპლს: სხვადასხვა ზომის ძუძუმწოვრებს, რომლებიც მდინარეზე წყლის დასალევად ჩამოდიან. წყლის ზედაპირზე მცურავ ფრინველებს, ხანდახან კუებს და ახალგაზრდა კაიმანებს. ხშირად მისი მსხვერპლი ხდება, შინაური ცხოველებიც: ღორები, ძაღლები, ქათმები, ბატები, როდესაც ისინი წყალს უახლოვდებიან.
ანაკონდა იშვიათად ამოდის ხმელედზე და თუ ამოდის წლიდან შორს არ მიდის. ის კარგად ცურავს, ყვინთავს და შეუძლია წყალქვეშ ყოფნა დიდხანს. მშრალი სეზონის განმავლობაში, იგი ღრმად ეფლობა მიწაში და ამგვარ მდგომარეობაში ელოდება წვიმის მოსვლას.
ანაკონდა კვერცხცოცხალმშობია. დედალი დებს 30-50 კვერცხს, საიდანაც იბადება 50-90 სმ წიწილები. ზოგჯერ დედალი ანაკონდა ახალდაბადებულ ნაშიერებსაც მიიერთმევს. არც თუ ისე იშვიათად მოზრდილი მდედრი ანაკონდა, მომცრო მამრს ყლაპავს.
მისი სახელი პირველად გამოჩნდა პერუში 1553 წელს. მთხრობელი განცვიფრებული ყვება თუ როგორ შეამჩნიეს მან და მისმა მეგობარმა ბუჩქებში რაღაც გიგანტური, ცნობისმოყვარეობამ ისინი ბუჩქთან მიიყვანა და რა დაინახეს... უზარმაზარი გველი, 20 ფუტის და შემზარავი. თავი ნათელი წითელი ჰქონდა, თვალები მწვანე. ეს გველი მაშინვე მოკლეს. ამის მერე მეცნიერები ცდილობდნენ დაეჭირად მისნაირი დიდი გველები. ანაკონდები ცოცხლობენ 28 წელიწადს, მაგრამ ტყვეობაში 5-6 წელს და განსაკუთრებულად აგრესიულები არიან.
მიუხედავად მრავალგვარი მონათხრობისა, ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. არსებობს რ. ბლომბერგის მონათხრობი, თუ როგორ მოგუდა და გადაყლაპა ანაკონდამ 13 წლის ბიჭი. თუმცა ადგილობრივებს, როგორც წესი, მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. ანაკონდა რეწვის ობიექტია - იყენებენ მის ტყავს, ხორცს და ცხიმს.
წყარო: http://intermedia.ge
|