გაეცანით სამხრეთამერიკულ ჩიტიჭამია-გოლიათს, ანუ ტერაფოზა ბლონდას ამ ობობის ფეხებმა სიგრძეში შეიძლება 30 სანტიმეტრს მიაღწიოს. ის ლეკვის წონაა და მსოფლიოში ყველაზე დიდ ობობად ითვლება.
ამერიკელმა ეტიმოლოგმა პეტრე ნასკრეკიმ სამხრეთ ამერიკაში თავისი ბოლო მოგზაურობის შემდეგ, ეს უჩვეულო ფოტოები ატვირთა. სურინამის წვიმიან ტყეში ის პირდაპირ შეეჩეხა ამ საშიშ არსებას.
იგი თავის ბლოგზე ამ ობობას "საყვარელს" უწოდებს. პეტრე ჰყვება, რომ ობობა ყალყზე დგება, ახდენს თავისი საშინელი ეშვების დემონსტრირებას, ეხახუნება მუცლით მიწას, ამის შემდეგ კი ქსელს ღრუბელივით გიშვებთ თვალებში.
ეს ობობა სულაც არ არის საშიში ადამიანებისთვის. თუმცა, მას სულ ადვილად შეუძლია, დაამსხვრიოს თაგვის თავის ქალა თავისი ძლიერი ეშვებით.