მაშველები იძულებულები გახდნენ სახლის ცენტრალური წყლის მილი ნაწილებად დაეშალათ, რათა მილში გაჭედილი პითონი გაეთავისუფლებინათ.
როგორც აღმოჩნდა, გველი საცხოვრებელი სახლის მილში შეიპარა და ამგვარად ცდილობდა სახლში შეღწევას, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და მობრუნდა, რის შედეგადაც გაიჭედა.
ინციდენტი მოხდა ავსტრალიის რეგიონში.
რამდენი დღე იმყოფებოდა გველი გამოუვალ სიტუაციაში გაურკვეველია, თუმცა, ცხოველს ძალიან გაუმართლა, რადგან სახლის პატრონმა რემონტი დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს გაჭედილი პითონი მილში.
ცხოველი ვეტერინარულ ცენტრში გადაიყვანეს. ის გაივლის ათ-დღიან რეაბილიტაციას, ხოლო შემდეგ გაუშვებენ ველურ ბუნებაში.