ხელვაჩაურში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ. 2 ქვეწარმავალი ქართველიშვილების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დღეს დილით, საკუთარ ეზოში მოკლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა წლებია აწუხებთ. ქვეწარმავლების მომრავლების მიზეზად ძველი წარმოების ტერიტორიაზე არსებულ არხს ასახელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით არაერთხელ სცადეს პრობლემის მოგვარება, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა შესაბამისი სამსახურებისგან რეაგირებას და არხის გაწმენდას მოითხოვს. შემთხვევის ადგილზე მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და არსებული პრობლემის შესახებ მოსახლეობისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. მერიის სამრეწველო უბნის რწმუნებულის დავით ირემაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა შესაბამის სამსახურებთან ერთად მოხდება, გაიწმინდება აღნიშნული არხი და ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!