გამოიცა წიგნი "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი"
წინასიტყვაობა
ცნობარი-სახელმძღვანელო „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გლუვი და კომბინირებული ლულებით“ დაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი - თავებად. პირველი ნაწილი ზოგადი ხასიათისაა, სადაც გადმოცემულია სანადირო იარაღის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია, ახსნილია ძირითადი დეტალებისა და მექანიზმების დანიშნულება და მოქმედების პრინციპი, ილუსტრირებულია სანადირო იარაღზე
არსებული ძირითადი საქარხნო დამღები და განმარტებულია მათი მნიშვნელობა, ასევე განმარტებულია წიგნში გამოყენებული ძირითადი ტერმინების მნიშვნელობა.
წიგნის მეორე ნაწილი საცნობარო ხასიათისაა, სადაც დეტალურადაა დახასიათებული ერთლულიანი, ორლულიანი, სამლულიანი და ოთხლულიანი გლუვლულიანი და კომბინირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მაქსიმალურად გაზრდილია ფოტოილუსტრაციების ზომები და ყურადღებაა გამახვილებული განმასხვავებელ ნიშნებზე მათი კონკრეტულ იარაღთან ზუსტი იდენტიფიკაციის მიზნით. გადმოცემულია ინფორმაცი�ƒ
თითოეული იარაღის მწარმოებელი ქვეყნის, დამამზადებელი ქარხნის, იარაღის დანიშნულების, ლულისა და დამუხტვის ტიპის, ლულების რაოდენობის, სიგრძის, კალიბრისა და იარაღის წონის შესახებ.
წიგნის მეორე ნაწილი დაყოფილია თავებად იარაღის ლულების რაოდენობის მიხედვით, ხოლო თავები - ქვეთავებად, ლულების განლაგების (ჰორიზონტალურ და ვერტილაკურ მდგომარეობაში), დამუხტვის ტიპის (ავტომატური; არაავტომატური) და მექანიზმის მოქმედების ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე. პირველი თავი ერთლულიან იარაღს ეთმობა და გაერთიანებულია მასში თოფები გადასახსნელი ლულებით, თოფებ
ი სიგრძივ მოსრიალე მბრუნავი ჩამკეტით, რევოლვერული თოფები, თვითდამმუხტავი თოფები და ტიბჟირით გადასამუხტი თოფები, მეორე თავში აღწერილია ორლულიანი თოფები ლულების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განლაგებით, მესამე და მეოთხე თავები დათმობილი აქვს სამლულიან და ოთხლულიან კომბინირებულ თოფებს.
ვინაიდან საქართველოში არსებული სანადირო იარაღის უმეტესი ნაწილი დამზადებულია ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რუსეთის ფედერაციაში, პრიორიტეტადაა მიჩნეული სწორედ ამ კატეგორიის იარაღი და მათ დახასიათებას აქვს დათმობილი წინამდებარე ნაშრომი.
ასეთი სახის ცნობარი-სახელმძღვანელო ქართულ ენაზე იბეჭდება პირველად. ინფორმაცია თითოეულ იარაღზე გადმოცემულია საპასპორტო მონაცემების, უცხოური ლიტერატურისა და ინტერნეტ-მასალების მიხედვით.
მიგვაჩნია, რომ ცნობარი-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს მუშაკებს, ექსპერტებს, გამომძიებლებს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე საინტერესო იქნება მონადირეებისა და სანადირო იარაღით დაინტერესებული პირებისათვის.
წყარო: http://ბაზიერი
|