ასეულობით მონადირე და მეთევზე ოზურგეთიდან, ჩოხატაურიოდან და ლანჩხუთიდან, დღეს დილიდან შეიკრიბა ლანჩხუთის მერიის წინ და კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გადამფრენფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებასმოითხოვდნენ.
მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათნადრობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევებ და ჯარიმებს უწერენ.