სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირებას ნახავთ ამ ლინკზე (საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.
იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.
აქ მოცემულია 150 შეკითხვიდან შემთხვევით (პროგრამულად) არჩეული 20 შეკითხვა. მომსახურების სააგენტოს ანალოგიური ტესტირება.)
იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო ტესტირების კითხვები და პასუხები
2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა დაიწყო. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა:
საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ჩვენ დავამზადეთ პატარა პროგრამა რომელიც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისტესტირების ანალოგიურია და დაგეხმარებათ გამოცდაზე გასვლამდე.
პროგრამა ავტომატურად აარჩევს შემთხვევით 20 კითხვას (150 კითხვიდან), ჩართულია 30 წუთიანი მთვლელი. შედეგებს დააჯამებს ბოლოს და თუ სადმე დაუშვით შეცდომა გაჩვენებთ სწორ პასუხთან ერთად. პროგრამას ინსტალაცია არ სჭირდება. (პროგრამის გადმოწერა 1.. თუ ვერ იწერთ გადმოიწერეთ აქედან, გადმოწერა 2 )პროგრამის ჩასართავად შეიყვანეთ პაროლი: bazieri.ge
თუკი არ გსურთ პროგრამის გადმოწერა, ტესტირება შეგიძლიათ გაიაროთ საიტზეც, თუმცა აქ 150 კითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი, ნახავთ შედეგებს,ქულების დაჯამების სახით, ხოლო მცდარი პასუხების ნახვის ფუნქცია სამწუხაროდ არ აქვს. ტესტირების გავლა.
მოგესალმებით ყველას, იქნებ ვინმე დამეხმაროს, ტესტს რო ვიწერ ახალ კომპიუტერში და ვაჭერ ღილაკს "Начать..." გამოაქ შემდეგი შეტყობინება: "Истек пробный период использования теста" თუმცა სხვა კომპიუტერში სადაც ადრე გადმოვწერე ეგ ტესტი, ეხლაც ჩვეულებრივ ეშვება რა შეიძლება გავაკეთო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
სამინისტროში განმარტავენ, რომ ნადირობა აკრძალულია:სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში. და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში რამდენ მეტრიან ზონაშია აკრძალული არსად არ წერია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!