იარაღის გაფორმებისთვის საგამოცდო ტესტირების კითხვები და პასუხები
2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდა დაიწყო. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება სამი სახის გამოცდა:
საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ჩვენ დავამზადეთ პატარა პროგრამა რომელიც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისტესტირების ანალოგიურია და დაგეხმარებათ გამოცდაზე გასვლამდე.
პროგრამა ავტომატურად აარჩევს შემთხვევით 20 კითხვას (150 კითხვიდან), ჩართულია 30 წუთიანი მთვლელი. შედეგებს დააჯამებს ბოლოს და თუ სადმე დაუშვით შეცდომა გაჩვენებთ სწორ პასუხთან ერთად. პროგრამას ინსტალაცია არ სჭირდება. (პროგრამის გადმოწერა 1.. თუ ვერ იწერთ გადმოიწერეთ აქედან, გადმოწერა 2 )პროგრამის ჩასართავად შეიყვანეთ პაროლი: bazieri.ge
თუკი არ გსურთ პროგრამის გადმოწერა, ტესტირება შეგიძლიათ გაიაროთ საიტზეც, თუმცა აქ 150 კითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი, ნახავთ შედეგებს,ქულების დაჯამების სახით, ხოლო მცდარი პასუხების ნახვის ფუნქცია სამწუხაროდ არ აქვს. ტესტირების გავლა.
114 ქულა. აი მართლა შეშლილები მაინტერესებს გიორგის არიყოს. ეს უსწავლებლად. რო წავიკითხო ჩავაბარებ ალბათ... წარმატებები ყველას...... ა და კიდე რა მაინტერესებს; არც ვიძენ და არც ვასხვისებ იარაღს.შემიძლია რო ჩავაბარო ? (სამომავლოდ მაინც ხო საჭიროა)
ეს ტესტი კარგი სავარჯიშო იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა სწორ პასუხსაც აჩვენებდა. ანუ, ჩამოთვლილი ვარიანტებიდან როცა აირჩევ ერთს და გასცემ პასუხს, სანამ მომდევნო კითხვაზე გადავა ტესტი მანამდე რომ აჩვენოს თუ რომელი იყო სწორი პასუხი! ასე ისწავლი მაინც, თორემ 131 ქულა ავიღე და სად შემეშალა ჩორტ ევო ზნაეტ! ერთი ცარიელი შემხვდა და ერთში კითხვა არ იყო დამთავრებული და შესაბამისად გაუგებარი იყო!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!