მთავარი » 2015»ოქტომბერი»13 » წესები მონადირეებისათვის- რა უნდა ვიცოდეთ სანადირო სავარგულში შესვლამდე.
10:40:01
წესები მონადირეებისათვის- რა უნდა ვიცოდეთ სანადირო სავარგულში შესვლამდე.
ქართველ მონადირეთა 99%, სამონადირეო კანონების ცოდნის ძალიან დაბალი დონით გამოირჩევა და არც დიდი სურვილი ამოძრავებთ რომ სადმე მოიძიონ და ის მაინც გაიგონ თუ რისი უფლებები აქვთ თოფით სანადირო სავარგულში შესვლისას.
შევეცდები აგიხსნათ ის ელემენტარული ნადირობის წესი თუ კანონი, რომლის დაცვა აუცილებელია, კანონის აღმასრულებლებთან პრობლემა რომ არ შეგვექმნეს.
1.მონადირეს ნადირობისას თან (ჯიბეში) უნდა ქონდეს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (დედანი). იმ ზღაპრების მოყოლა, რომ თურმე სველდება ეს საბუთები და ფუჭდება და ამიტომ სახლში ტოვებენ არ არის საჭირო, რადგან ერთჯერად პოლიეთილენის პარკში ჩადებულ თავმოკრულ საბუთებს არაფერი მოსდით. დიდი-დიდი სეზონზე ერთხელ ან ორჯერ შეგიმოწმონ და კეთილი ინებეთ და ახალ პარკში ჩადევით რომელსაც ყველა მაღაზიაში უფასოდ მოგცემენ.
ა).პირველ რიგში მონადირეს საკუთარი მასზე გაფორმებული სანადირო იარაღი უნდა გააჩნდეს. სხვისი იარაღით ან გაუფორმებელი იარაღით ნადირობა აკრძალულია. ბ). მონადირეს უნდა გააჩნდეს გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (დედანი), ე.წ. "ნადირობის ლიცენზია", რომელიც 11 ლარი ჯდება და სეზონურია. ანუ ეს ქვითარი მოქმედებს აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე და არა ერთი წელი როგორც ეს ზოგს გონია. 2.უნდა დავიმახსოვროთ რომ ჩვენ უფლება გვაქვს ვინადიროდ მხოლოდ გადამფრენი ფრინველების იმ მცირე ნაწილზე რომელიც მოცემული გვაქვს კანონმდებლობით. ხოლო სხვა დანარჩენი ფრინველების და აბსოლიტურად ყველა ცხოველის მოკვლა არის კანონის დარღვევა და ისჯება სოლიდური ჯარიმით.
კანონით სანადიროდ დაშვებული გადამფრენი ფრინველები, მათი მოპოვების დღიური ნორმა და ნადირობის ვადებია:
1. მწყერი. 20 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
2. ჩიბუხა (ბეკასი). 5 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
3. ტყის ქათამი. 3 ცალი. 15.10 – 01.03.
4. ქედანი. 10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5. გარეული მტრედი.10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
6. გულიო (გვიძინი) . 10 ცალი.აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე.
7. ჩვეულებრივი გვრიტი.10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე.
წყალმცურავები:
8. რუხი ბატი. 5 ცალი. 01.11 – 01.03.
9. დიდი თეთრშუბლა ბატი . 5 ცალი. 01.11 – 01.03.
10. რუხი იხვი. 3 ცალი. 01.11 – 01.03. 11ჭიკვარა (სტვენია იხვი). 5 ცალი. 01.11 – 01.03.
12 გარეული იხვი. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
13. იხვინჯა (ჭახჭახა იხვი). 3 ცალი. 01.11 – 01.03.
14. ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
15. მელოტა. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
16. კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
17. თეთრშუბლა იხვი. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
18. წითელთავა ყვინთია. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
19. ქოჩორა ყვინთია. 5 ცალი. 01.11 – 01.03. ამ ფრინველების სურათებს იხილავთ აქ http://www.bazieri.ge/publ/articles_on_falconer/gadampreni_prinvelebi/1-1-0-1485 )
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე იხილავთ აქ
http://www.bazieri.ge/publ/articles_hunting_legislation/articles_on_legislation/k_39_anoni_nadirobis_shesakheb/6-1-0-1527 კარგად წაიკითხეთ ეს ჩამონათვალი, თქვენ ნადირობისას სხვა სულიერის მოკვლის უფლება არ გაქვთ.
3.ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 4. აკრძალულია ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით,
მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების (ე.წ. "მანოკის" მეშვეობით ფრინველის მოზიდვა.
5. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.
მართლაც ძალიან განადგურებულია კურდღელი,ხოხობი და ა.შ. გადამფრენი ფრინველი,თუ ადგილობრივი ფრინველი.ტურის,მელიის და მგლის გამრავლებით.ეს კანონები გრილი და პარტიული ოთახებიდან რომ იწერება ასე არ შეიძლება,მოსახლეობა შეწუხებულია,ბუნებას ანადგურებენ ეს ცხოველები და სპეციალური ჯგუფი მაინც შექმნან,რომ დაკვირვება,გამოკითხვები ან რაღაც მეთოდები შეიმუშაონ.მე პირადად მოვკლავ სადაც წავეწევი და ასე იზამს კიდე ის მონადირეები თუ მოსახლეობა რომელსაც მე ვიცნობ,ეს არამარტო ჩემი ყველას აზრია და უნდა გაითვალისწინოს ჰალსტუხიანმა პეპლებმა
რისთვის დავგეშო ან და რატომ უნდა ვიყოლიო მდევარი თუკი მგელზე,ტურაზე,მელაზე და კურდღელზე არ შეიძლება ნადირობა????????-რაც შეეხება საბუთის ჯიბით ტარებას კი, მართლა დაგვაჯარიმებენ ნასკში,ჩექმაში ან კურტკის საყელოში რომ გვიპოვონ.---ამდენ სახეობის იხვს,ბატს თუ ქედნების სახეობას თვითონ თუ სწორად ამოიცნობენ რომელი რომელია, და რაოდენობა თუ ახსოვს კიდევ მაგის დამდგენელს რომელი რამდენი უნდა მოკლას?-აი საიდან იწყება ეს ყველაფერი რომ ძალით დაარღვევინონ მონადირეს კანონი.-ეგერები ალბათ ფერადი ჟურნალებით იქნებიან შეიარაღებულები სურათით რომ შეგიმოწმონ მართლა ჭიკვარა,ჭახჭახა თუ რახრახა იხვი მოვკალით აბა ჟურნალის გარეშე რომელი გეტყვის სწორად ფრინველის სახეობას?-3ცალი 5ცალი 6ცალი ან ამას ვინ დაიმახსოვრებს? მოდი და ყველაფერი იყოს 4ცალი აღარ აგვერევა რაოდენობა
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ეგ ვითომ კანონდამცველები მომადგა ორი დგის წინ და საბუთები მომთხოვეს და ჩემგან ორმოზდაათ მეტრში მანოკი გაკიოდა რასუნდა მივაწერო მათი ასეთი საქციელი
როცა მდევრებით გადიხარ ტყეში არავის არ ჯერა, რომ მტაცებელზე ნადირობ მადლობა და რეპუტაციის მომატებაც ვერაფერს გვიშველის როცა დაგვაჯარიმებენ, უნდა მოვითხოვოთ ლიცენზია (მტაცებელზე მაინც)
შენი ლოგიკით მდევრები ვისაც ყავს მხოლოდ ასფალტზე უნდა ასეირნოს. მართალი ხარ უნდა მოვითხოვოთ ლიცენზია მომრავლებულ მტაცებლებზე, მაგრამ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი (ღმერთმა ქნას ვცდებოდე)
გასაგებია კანონით არ უნდა იყოს ტურაზე და სხვა მომრავლებულ მავნებელ მტაცებელზე ნადირობა აკრძალული, მაგრამ მაგათ მოკვლაზე დაჯარიმებული მე არავინ მინახავს, სამართალდამცავებსაც ესმით ალბათ მომრავლებული მტაცებლების პრობლემა. ასე რომ ნუ დაინანებთ ვაზნას თუ გადაეყრებით. არიან მონადირე „ტურისტები“ რომლების ერთობლივ გასვლებს აწყობენ ტურების გასანადგურებლად და მივესალმები ყველას ვინც ამას გააკეთებს, მადლობასაც გეტყვით და რეპუტაციასაც მოგიმატებთ საიტზე.
სხვა რამეს მიხედონ და მერე ილაპარაკონ სანადირო წეს ჩვეულებაზე, ვინც კანონი დაწერა თავში ჭკუა ქონდა? მგელი არ მოკლა ტურა არ მოკლა მელა აჯერ რ მოკლა. და ამ ცხოველებმა საქონელი ქათამი ხოხობი კურდღელი გაანადგურეს.
უნდა ესროლო აბა რა უნდა ქნა, კურდღელმა გამოხტომა როგორ უნდა გაბედოს? უზრდელ ცხოველს ტყვიით უნდა გაეცეს პასუხი... მხოლოდ თუ მოგადგა კანონდამცველი, მერე არ უნდა თქვა ამ 500-დან 700 ლარამდე ჯარიმას რომ მიწერთ არ ვიცოდი კურდღლის მოკვლა რომ არ შიძლებოდაო. მეტი არაფერი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!