ბევრი გვეკითხება ლიცენზიისთვის გადასახდელ კოდებზე. გადახდა შეიძლება ყველა ბანკში, კოდები კი: განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.
დღეს ავიგე ლიცენზია პრობლემა არ შემქმნია არანაირი გადამფრენ ფრინველებზე მომცეს მაგრამ მომთხოვა თუ კონკრეტულად სად უნდა მენადირა და ასევე მითხრა თუ უნდა ინადირო აღმოსავლეთში უნდა აიGო დამატებით და სხვა ლიცენზიია დაგჭირდებათო..რამდენათ მართალია ეგ და მართლა არ შემიძლია სხვა ადგილას ნადირობა? გ დ რ არავინ არის ან კომპეტეტურმა პირმა შეილება რო მპასუხოთ
არანაირი პრობლემები არშემქნია ავიღე ჩვეულებისამებრ როგორც ყოველწლიურად ისე, ერთი მხოლოდ ეს მაინტერესებს გამოაქვეყნოს გარემოს დაცვამ რამდენი მონადირე აქთებს ამას და რას ხმარდება ეს თანხა?
ერთი ლიცენზია მოქმედებს მთელს საქართველოში!!! რეგიონების მიხედვით ცალ–ცალკე ლიცენზია არ არი საჭირო! ერთ ლიცენზიას აიღებთ და გინდა გურიაში ინადირეთ და გინდა კახეთში!!
პრინციპში ტყიბულში არავინ შემხვედრია ჯერ ლიცენზიის საკითხავად იმედია წელს მაინც გამოცოცხლდებიან თორე აგვიკლო მანოკებმა აღარ შეიძლება ნორმალური ნადირობა ბრაკონიერების გადამკიდე
სოლომონ მგონი მართალი ხართ. უბრალოდ სისულელეა რამდენიმე ლიცენზიის აგება საქართველო ხო ძლიან პატარა ქვეყანაა და ყველგან მიგვიწვდება ხელი სანადირო სავარგულებზე
მე ავიღე საქართველოს ბანკში რუსთავში..... ანუ რახდება სადაც ხარ ჩაწერილი იმ რაიონის თუ ქალაქის კოდი გჭირდება და შეგიძლია ინადირო ერთი ლიცენზიით ყველგან სადაც დაშვებულია ნადირობა და რაზეცაა დაშვებული
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!