გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, მდინარე ენგურზე მოქალაქეები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის სამსახურს.