მთავარი » 2016»მაისი»12 » წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირის ტერიტორიაზე, მდინარე რიონში მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელექტროშოკური მოწყობილობით.
01:45:51
წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირის ტერიტორიაზე, მდინარე რიონში მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელექტროშოკური მოწყობილობით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირის ტერიტორიაზე, მდინარე რიონში მოქალაქე თევზაობდა ე.წ. ელექტროშოკური მოწყობილობით. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა ფარფლწითელას სახეობის თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!