1. ჰიპოპოტამი უზარმაზარი, ბალახისმჭამელი, აფრიკული ძუძუმწოვარი ბეჰემოტისებრთა ოჯახიდან, რომლის თავდასხმის შედეგად წელიწადში დაახლოებით 500 ადამიანი იღუპება.
2. ცხოველების მეფე ლომი, რომლის თავდასხმის გამო წელიწადში 70 ადამიანი იღუპება. ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. სხეულის სიგრძე 3 მ, ხოლო მასა 400 კგ აღწევს.
3. მედუზა საშიშია მათთვის, ვინც წყლის მოყვარულია. სასურველია მიაკითხოთ საცურაო აუზებს და თავი იგრძნოთ უფრო დაცულად. მედუზა ბიოლოგიურად უკვდავია.მას შეუძლია იცოცხლოს მუდამ, რადგან აქვს უნარი დაუბრუნდეს სიცოცხლის პირველ სტადიას. მედუზების რბილი ზედაპირი, რომელიც მათ სილამაზეს ანიჭებს, კაცისთვის მათი ერთი შეხებაც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს.
4. ვეფხვი, რომლის თავდასხმით 100 ადამიანი იღუპება წელიწადში. ის საკმაოდ საშიში ცხოველია. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვეფხვი ცხოველების მეფეა. ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში.
5. ჩრდილოეთის ირემი, რომელიც საკმაოდ საშიშია ადამიანისთვის. ის ძირითადად გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იღუპება. ჩრდილოეთის ირემი ზაფხულობით მოყავისფროდან მონაცისფრო-მურად არის შეფერილი, ზამთრობით უფრო ღია, ზოგჯერ თითქმის თეთრია. რქები დედალსაც აქვს და მამალსაც. გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრისა და ტაიგის ზონაში.
6. მეექვსე ადგილზეა ძღლები. ზოგიერთი მათგანი ძლიან საყვარელია, თუმცა არსებობს ძაღლის საშიში ჯიში, რომელიც ადამიანს ესხმის თავს. წელიწადში 25.000 ადამიანი ზარალდება მისი თავდასხმის შედეგად.
7. ბიზონი, რომლის წონა 1.5 ტონაა. ის საკმაოდ ბრაზიანი ცხოველია და საშიში ადამიანისთვის. ბიზონებს აქვთ მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, 4 ძუძუ, გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ.
8. სპილო , რომელიც უზარმაზარია. მისი თავდასხმით წელიწადში 500 ადამიანი იღუპება. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება.
9. ნიანგი ადამიანისთვის ძალიან საშიშია. მისი მსხვერპლი დაახლოებით 1,000-1,500 ადამიანია წელიწადში. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია.
10. გველი ძალიან საშიში ქვეწარმავალი, რომლის ნაკბენით წელიწადში დაახლოებით50,000 ადამიანი იღუპება. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას
წყარო: http://venue.ge
|