გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას თბილისში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ღამის საათებში სამართალდამრღვევებს ორთაჭალ-ჰესის მიმდებარედ, მტკვრის პირას მობილიზებული ჰქონდათ კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობები - ელექტროშოკური აპარატი და სახლართი ბადე.
სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების დანახვისთანავე ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად მოახდინეს სამართალდამრღვევთა იდენტიფიკაცია და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღების კონფისკაცია.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.