მთავარი » 2016»ივლისი»4 » ონის რაიონის სოფელ სორის ტერიტორიაზე, მდინარე სონტარულას კალაპოტში მოქალაქე თევზაობდა ელექტრო თევზსაჭერი მოწყობილობით
16:13:30
ონის რაიონის სოფელ სორის ტერიტორიაზე, მდინარე სონტარულას კალაპოტში მოქალაქე თევზაობდა ელექტრო თევზსაჭერი მოწყობილობით
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ონის რაიონის სოფელ სორის ტერიტორიაზე, მდინარე სონტარულას კალაპოტში მოქალაქე თევზაობდა ელექტრო თევზსაჭერი მოწყობილობით . ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქმე შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეგზავნა შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონულ სამმართველოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!