გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ნადირობდნენ აკრძალულ პერიოდში. მოქალაქეებს მონადირებული ჰქონდათ კურდღელი, რაც არ შედის ნადირობისთვის დაშვებული სანადირო ობიექტების სახეობების ჩამონათვალში.
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.