გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში , მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ელექტროშოკური აპარატით. დეპარტამენტის თანამშრომლების დანახვისას სამი პირიდან ორმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. მოგვიანებით მათი ვინაობის დადგენა მოხერხდა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.