მთავარი » 2015»ოქტომბერი»13 » დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობსy
00:45:21
დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობსy
დედამიწაზე ცხოველთა მასიური გადაშენების პროცესი მიმდინარეობს
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე ცხოველების გადაშენების რიგით მეექვსე მასობრივი ეტაპი დაიწყო.
ბიოლოგიის დარგში დემოგრაფიული კვლევის პროფესორის, პოლ ერიხის თქმით, ცხოველთა სახეობების უმეტესობა, წინა საუკუნეებთან შედარებით, 100-ჯერ სწრაფად ნადგურდება.
ხერხემლიან ცხოველებზე დაკვირვებისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფაუნის განადგურებაში დიდი წვლილი ადამიანს მიუძღვის. კაცობრიობა არღვევს იმ ბუნებრივ ბალანსს, სადაც ცხოველები სოცოცხლისუნარიანნი არიან.
სხვა სახეობებთან შედარებით, ხერხემლიანი ცხოველების გადაშენების ტემპი ბევრად სწრაფია.
ბუნების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 1500 წლიდან დარეგისტრირებული 338 სახეობის ხერხემლიანი ცხოველიდან აღარცერთი არსებობს. გარდა ამისა, კიდევ 279 სახეობის
ცხოველი "ან ველური ბუნებას შეერია" ან გადაშენდა. საბოლოო დასკვნის შედეგად: 617 ხერხემლიანი ცხოველი, მათ შორის 69 ძუძუმწოვარი, 80 სახეობის ფრინველი, 24 სახეობის რეპტილია, 146 ამფიბია და 158 თევზის სახეობა აღარ არსებობს.
მათი უმეტესობა 115 (1900 წლიდან) წლის განმავლობაში გადაშენდა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
პროფესორ ირიხის თქმით, ადამიანებს კიდევ აქვთ დრო, რომ გადაშენების მასშტაბები შეამცირონ. დღეს ამფიბიათა სახეობის 40% გადაშენების პირასაა. ასევე გადაშენება ემუქრებათ ძუძუმწოვარ ცხოველთა მეოთხედს.
მეცნიერის თქმით, სათანადო ზომების მიღებაა აუცილებელი, რათა წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები საბოლოოდ არ გადაშენდნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!