რა ხდება დედამიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში? საინტერესოა, არა? მინდა შემოგთავაზოთ ფოტოსურათებით გადმოცემული ფაქტები, რომელთაც ვერცერთ გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ.
მაშ ასე, ყოველდღიურად დედამიწაზე...
დედამიწის 5 კონტინენტზე, 193 ქვეყანაში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან ზოგს სძინავს, ზოგი იღვიძებს, ზოგიც კიდევ ყოველდღიური ცხოვრების ფერხულშია ჩართული და მხოლოდ 6 ადამიანი გაიღვიძებს არა დედამიწაზე, არამედ მისგან 415 კილომეტრის დაშორებით, - ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები არიან.
ახალ დღეს ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 380 ათასი ახალი სიცოცხლე მოაქვს.
დაახლოებით 18 მილიონამდე ადამიანი დაბადების დღეს დღესასწაულობს.
დღევანდელი დღის გათენება არ უხარია 9, 8 მილიონ ადამიანს, რადგან ისინი ახალ დღეს ციხის კედლებში შეხვდებიან.
დღე-ღამის განმავლობაში მთელ დედამიწაზე დაახლოებით 8, 6 მილიონი მეხი ვარდება. მათგან გამოყოფილი ენერგია სრულიად საკმარისია დიდ ქალაქის გასანათებლად.
ერთი დღის განმავლობაში მოდის იმდენი ნალექი, რომ რომ წყლის ეს რაოდენობა მთელი დედამიწის მოსახლეობას ეყოფოდა, რომ 1414-ჯერ მიეღო შხაპი.
ერთი ხე გამოყოფს ჟანგბადის იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ორი ადამიანისათვის.
დედამიწის მცხოვრებთა უმეტესობა გაუდგება სკოლისაკენ, სამსახურისაკენ, სოფლისაკენ და ა.შ. მიმავალ გზას. მთელ პლანეტაზე არსებული გზების სიგრძე 70 მილიონ კილომეტრს აჭარბებს.
ერთი დღე-ღამის მანძილზე კონვეიერული ლენტიდან 142 ათასი ახალი ავტომობილი ჩამოვა. თუ მათ ერთმანეთის მიყოლებით დავაყენებთ, ისინი დაიკავებენ ბერლინიდან შტუდგარტამდე გზას მთლიანად (512 კილომეტრი).
სადილის დროა.... აზიის თითოეული მცხოვრები ერთ დიდ ჯამ ბრინჯს შეჭამს, ხოლო საშუალო სტატისტიკური ევროპელი საშუალოდ სულ ერთ ჩაის კოვზს.
მთელ მსოფლიოში დღეს შეჭამენ დაახლოებით 800 ათას ფორთოხალს
და ერთ მილიარდ ვაშლს..
და კიდევ 1, 5 მილიარდ ბანანს.
ახლა კი მუშაობის დროა: ჩინელები ერთ დღეში აიღებენ 510 ათას ტონა ბრინჯს,
მთელ მსოფლიოში მოკრეფენ 1, 7 მილიონ ტონა ხილს,
ქათმები დადებენ 190 მილიონ კვერცხს,
ამ კვერცხების წონა იგივე იქნება, რაც 110 სამგზავრო თვითმფრინავის წონა ერთად.
მსოფლიოში 339 მილიონი ადამიანი იტანჯება სიმსუქნისაგან, მაგრამ სამჯერ უფრო მეტი იტანჯება შიმშილით.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები იყიდიან 570 ათას ტელევიზორს
და 3, 4 მილიონ ტელეფონს..
და კიდევ 540 მილიონ გაზეთს.
ხოლო ყველაფერ ამას იყიდიან მსოფლიოს 182 სხვადასხვა სახის ვალუტით.
დედამიწის მოსახლეობა 22 მილიონჯერ ჩაუშვებს წყალს ტუალეტის ჩასარეცხად. წყლის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ კაცობრიობის ნახევარს აბაზანა მიეღო.
თითო ადამიანი დააგროვებს საშუალოდ 1, 3 კილოგრამ ნაგავს.
და აი, დგება საღამო...უკვე დროა დავისვენოთ და წიგნი წავიკითხოთ..
არჩევანი დიდია, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გამოდის 2753 ახალი წიგნი.
თუ ერთ დღეში გამოსულ წიგნებს ერთმანეთზე დავაწყობთ, ეს კოშკი ხეოფსის პირამიდას წვერამდე აწვდება.
10, 7 მილიონი ადამიანი ფილმს ნახავს კინოთეატრებში.
231 მილიონი ადამიანი სექსით იქნება დაკავებული.
დგება ღამე და ადამიანები შუქს აქრობენ. ამ ადამიანების უმეტესობა - ოთხი მილიარდი ცხოვრობს აზიაში და მხოლოდ სამი მილიარდი დანარჩენ ოთხ კონტინენტზე.
მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანის გვარია ჩანი - ეს ყველაზე გავრცელებული გვარია დედამიწაზე.
24 საათის განმავლობაში დედამიწის თითოეულმა მცხოვრებმა ერთჯერ ნახა მზის ამოსვლა და ერთჯერ ჩასვლა, კოსმოსში მყოფი იმ 6 ადამიანის გამოკლებით, რომლებიც ამ სანახაობას 16-ჯერ ნახავენ.
|