ბიომრავალფეროვნების მკვეთრი შემცირების მიზეზი ადამიანის მხრიდან ბუნების მზარდი ექსპლუატაციაა.
შვეიცარიაში განთავსებული ავტორიტეტული ორგანიზაციის, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გავრცელებული ახალი ანგარიშის თანახმად, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ველურ ცხოველთა რაოდენობა 50%-ზე მეტით შემცირდა.
დოკუმენტი, რომელსაც „ცოცხალი პლანეტის ანგარიში 2014“ ეწოდება, 30 სექტემბერს გავრცელდა და შეისწავლის ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების და თევზების 10,000 სახეობაზე მეტს.
ორგანიზაციის თანახმად, 1970-დან 2010 წლამდე ბიომრავალფეროვნების მკვეთრი შემცირების მიზეზი ადამიანის მხრიდან ბუნების მზარდი ექსპლუატაციაა.