მთავარი » 2015»მაისი»8 » ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა (+ვიდეო)
13:33:39
ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა (+ვიდეო)
ოფიციალური ვერსიით, 1966 წელს ფიფქი გვინეის ტერიტორიაზე ძალიან პატარა იპოვეს. ის ცხოვრობდა ველურ ბუნებაში, გორილების დიდ ოჯახში, ასევე ჰყავდა მშობლებიც, თუმცა, მისი დაჭერისთვის მონადირეებმა მთელი ოჯახი ამოხოცეს, მათ შორის ფიფქის მშობლებიც.
პატარა გორილა წაიყვანეს გვინეის ქალაქ იკუნდაში, სადაც ბარსელონას ზოოპარკისთვის არჩევდნენ ცხოველებს. ფიფქის სანაცვლოდ, ზოოპარკმა 10500 პესეტი (დაახლოებით 250 დოლარი) გადაიხადა.
ალბინოსმა ორანგუტანგმა მთელი თავისი ცხოვრება ბარსელონას ზოოპარკში გაატარა. სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ მნახველები, რათა პირადად შეხვედროდნენ მას. ფიფქის სხეული თეთრად იყო დაფარული, ხოლო თვალები ცისფერი ჰქონდა. არც ერთი მისი შთამომავალი ფიფქს არ დამსგავსებია.
2001 წელს ფიფქი დაავადდა კანის სიმსივნით და ორი წლის შემდეგ მას ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთეს.
ასე ლამაზად დაიწყო ერთადერთმა ალბინოსმა გორილამ ველურ ბუნებაში, ოჯახურ გარემოცვაში სამყაროს გაცნობა, თუმცა, ადამიანების წყალობით, მან თავისი ცხოვრება სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზოოპარკში გამოკეტილმა გაატარა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!