მთავარი » 2015»მარტი»23 » თბილისში, 28- 29 მარტს, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართება
18:59:27
თბილისში, 28- 29 მარტს, საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა გაიმართება
თბილისში, 28 და 29 მარტს, ორი ყველა ჯიშის საერთაშორისო გამოფენები CAC-CACIB FCI "Tbilisi Challenge 2015" და "Iveria Star 2015" ჩატარდება. საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე: სტუმრებს ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით. წელს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჩამოვლენ ჩვენს დედაქალაში, რათა მონაწილეობა მიიღონ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. გამოფენაზე დარეგისტრიებულია 150 მდე მონაწილე. საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები 1998 წლიდან ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ. მასში მონაწილეობას ღებულობენ ყველა ჯიშის ძაღლები, ერთმანეთს ეჯიბრებიან სილამაზეში, გაწვრთნაში, აქტიურობაში. ყველა აქ მოსული სტუმარი იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად. ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის. წელს საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენა სამედიცინო უნივერსტეტთან არსებულ კორტებზე გაიმართება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!